შაბათი, იანვარი 23, 2021
INFONEWS.GE
Advertisement
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო
No Result
View All Result
No Result
View All Result
INFONEWS.GE
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე პოლიტიკა

„იციან, რომ უპრინციპო ხარ!“ – ამჯერად რას ცდილობს რუსეთი?

INFONEWS.GE ავტორი INFONEWS.GE
2020/07/18
in პოლიტიკა, ყველა სიახლე
25 0
0
„იციან, რომ უპრინციპო ხარ!“ – ამჯერად რას ცდილობს რუსეთი?
100
ნახვა
Share

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი ბრალდებების სერიას და ცინიკურ ტონს, რაც ერთგვარ შეტევით ხასიათსაც ატარებს, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აფასებენ ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილში, თუმცა მასში შემაშფოთებელ გარემოებებს განსხვავებული მიმართულებებით ხედავენ: მაგალითად, პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი იმ ვითარებამ შეაშფოთა, რომ თუ აქამდე კრემლი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების გატაცებას საყოფაცხოვრებო ინციდენტებად განიხილავდა, ამ ჯერზე რიტორიკა შეიცვალა.

„აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება ჰმართებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მის პარტნიორებს – აშშ-ს, ევროკავშირს და ა. შ. საკმაოდ სერიოზული დიპლომატიური აქციებია საჭირო ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ვოლსკიმ თემის კომენტირებისას.

პროვოკაციულ და საფრთხის შემცველად შეაფასა ლავროვის უწყების საჯარო პოზიცია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ:

“რუსეთის განცხადება, გარდა იმისა, რომ არის პროვოკაციული, ასევე არის ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველი მთელი რეგიონული უსაფრთხოებისთვის. რუსული განცხადებები სავსეა ცინიზმით, ვინც უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ეს გახლავთ სწორედ რუსეთის ფედერაცია”.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე კი ფიქრობს, რომ კრემლი ჟენევის მოლაპარაკებებში შეერთებული შტატების როლის შემცირებას ცდილობს:

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეტევაზე გადმოვიდა: ახლა პირდაპირ ცდილობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატების როლი შეამციროს. აქეთ გვაკისრებს პასუხისმგებლობას იმ ინციდენტებზე, რომელიც ხდება ხოლმე საოკუპაციო ხაზთან, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების გატაცებაზე, მათ დაჭრაზე და ა.შ. ამ განცხადებიდან სწორედ ეს შთაბეჭდილება რჩება, რომ სრულიად უპასუხო იქნება მათი ეს პროვოკაციული განცხადება და მათი ეს შეტევა“.

ხოლო საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი რუსეთის მწვავე რეაქციას უპირველესად, საქართველოს მოქალაქის დაჭრ–დაკავებაზე ქართული მხარის მიერ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას უკავშირებს:

„ვენაში ჩვენი ინიციატივით ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფორმატში მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა, სადაც ასევე ველოდებით ძალიან მწვავე განცხადებებს ევროკავშირის და სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. ეს ყველაფერი რუსეთს აგდებს თავის მართლების პოზიციაში და სწორედ ამ განცხადებაში ჩვენ ვხედავთ მათ გაღიზიანებას, აგრესიულ ტონს და ასევე ფოკუსის გადატანის მცდელობას სხვა მიმართულებით. ისინი ერთგვარად ცდილობენ, საკუთარი თავის დისტანცირებას, რასაც მუდმივად აკეთებენ ჟენევის ფორმატში იმის მტკიცებით, რომ ეს რუსეთი არ არის მხარე. სწორედ ამის დემონსტრირებაა ცინიკური განცხადება, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის“.

და მაინც, ამჯერად რას ცდილობს რუსეთი? – საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის გიორგი გობრონიძის დაკვირვებით, რუსეთი ჩვეულ პოლიტიკურ ხაზს აგრძელებს, ამდენად მასში ახალი არაფერია.

„უბრალოდ, ცდილობს, საერთაშორისო არენაზე გამოჩნდეს, როგორც, ვითომ კონსტრუქციული მოთამაშე. მაგალითად, აზერბაიჯან–სომხეთის დაპირისპირებაში ჩვეულებრივზე თავშეკავებული იყო მისი ოფიციალური პოზიცია (ქმედებები ცალკე თემაა)“,– ამბობს „აქცენტთან“ გობრონიძე, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ როდესაც ბრალდებები ისმის, იგივე პროვოკაციებთან დაკავშირებით, ეს საყურადღებო უნდა იყოს:

„თუ რუსეთი ჩვენს რომელიმე მოქმედებას პროვოკაციად აფასებს, რა თქმა უნდა, ის ეძებს სივრცეს, რომ რაღაც ეტაპზე ეს „პროვოკაციები“ აღკვეთოს. შესაბამისად, თუ ეს შეფასებები სამომავლოდაც გაგრძელდება, ეს მიანიშნებს, რომ რუსეთს დღის წესრიგში აქვს იმგვარი მოქმედებები, რომლებიც შეიძლება, ჩვენთვის ძალიან დამაზიანებელი იყოს და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შემდგომში შეფუთავს ქართული მხარის პროვოკაციების აღკვეთად, იქნება ე.წ „ბორდერიზაციის“ ხელახალი პროცესი (რასაც ისედაც ახორციელებს), სამხედრო დანაყოფების დამატებითი გაძლიერება, რეგიონში დამატებითი შეიარაღების გამოჩენა… რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება, ამ ყველაფერს უსაფრთხოების პერსპექტივიდან მოუძებნოს ახსნა – თითქოს „ქართული მხარე ამერიკელებთან ერთად რაღაც პროვოკაციებს ახორციელებს, მოსკოვი კი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს. ამდენად, ამგვარი განცხადებები ჩვენთვის გარკვეული სიგნალი და შეშფოთების საფუძველიც უნდა იყოს: უნდა მოვემზადოთ, რომ რუსეთი ადმინისტრაციულ საზღვრებთან უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს და მისი განცხადებებიც ამ საფუძვლის მომზადებას ემსახურება, რაც რეგიონში ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს“.

ე.წ. საფუძვლები კი რუსეთს არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, არამედ შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვისაც სჭირდება,– ამბობს ექსპერტი:

„როგორი ავტორიტარულიც არ უნდა იყოს რუსეთის ფედერაცია, შიდა ლეგიტიმაცია მაინც სჭირდება. რაც შეეხება საერთაშორისო არენას, რუსეთი ცდილობს, ჰქონდეს არგუმენტი, რაც მის მოკავშირე სახემწიფოებს სინდისის დამშვიდების შესაძლებლობას მაინც მისცემს. რუსეთს სჭირდება მხარდაჭერა, რათა საკუთარი მოქმედების ლეგალურობის იმიტაცია – ალტერნატიული რეალობა შექმნას. ამდენად, ის მხოლოდ ნაჯახის რეჟიმში ვერ იმოქმედებს: მას სჭირდება გარკვეული საფუძვლის მომზადება, რათა შემდეგში თავისი ქმედებები ახსნას“.

რაც შეეხება საქართველოს სამოქმედო გეგმას, ის რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე საუბრობს:

  • ქართულმა მხარემ უნდა იზრუნოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, იქნება ეს დამატებითი საპოლიციო ძალები, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები;
  • მეტი დიპლომატიური აქტიურობა: ქართულ მხარეს პროაქტიურობა აკლია;
  • რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება.

„ის ანომალიური, მაღალი ეკონომიკური დამოკიდებულება, რაც დღეს საქართველოს რუსეთთან აქვს, მოქმედების შესაძლებლობას ძალიან გვიზღუდავს: ჩვენ რომ სანქციების გაღრმავება ვითხოვოთ, ლოგიკურია, რუსეთი რუსი ტურისტების საქართველოში მოგზაურობის, რუსულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის დაშვების საკითხს დააყენებს“,– ფიქრობს ექსპერტი და ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ საქართველო, მიუხედავად ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისა, მას ეფექტურად არ იყენებს.

გობრონიძე ორმაგი სტანდარტის არსებობაზე საუბრობს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ რუსულ ინვესტიციას პოლიტიკური ინტერესიც თან სდევს:

„იმ პოზიციას, რასაც ქართველებს რუსეთის მიმართ აქვთ, ორმაგი სტანდარტიც აღარ ჰქვია: შენგელია, რომ გადავიდა რუსულ კლუბში, უცებ გაგვახსენდა, რომ ეს ცუდი საქციელია, იმავდროულად რუსეთის საგარეო ვაჭრობის ბანკი გვიფინანსებს საფეხბურთო ნაკრებს და კაპიტნიდან დაწყებული, ყველას VTB აწერია გულზე ქართული ჰიმნის ქვეშ. ქვეყანას, რომლის შეიარაღებული ძალებიც შენს ტერიტორიაზე განგრძობად ოკუპაციას ახორციელებს, არ შეიძლება, მას ეკუთვნოდეს ამდენი სტრატეგიული ობიექტი, იყოს შენი ეკონომიკური პარტნიორი. როგორ წარმოგიდგენიათ, ქვეყანა, რომლისთვისაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა მიუღებელია, ქართული ეკონომიკური აღორძინებისთვის ინვესტიციებს ჩადებს? რაღა მაინც და მაინც პორტში უნდა ინვესტიციის განხორციელება? რატომ უნდოდა ენგურჰესის შესყიდვა? რატომ აინტერესებს სტრატეგიული მილსადენები და არა მაგალითად, ჩვენი ნაყოფიერი მინდორველები?“.

მისი თქმით, ჩვენი თავდაცვის ამოცანა უნდა იყოს ის, რომ იმაზე ძვირი დაუჯდეს რუსეთს ჩვენი დაპყრობა, ვიდრე სარგებელს მიიღებს; რომ მას ესმოდეს, თითოეული დესტრუქციული ნაბიჯისთვის მაღალ ფასს გადაიხდის საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით, მაგრამ საქართველომ ამას რომ მიაღწიოს, ეს ნაბიჯი თავად მას არ უნდა აზარალებდეს:

„პრობლემა ისაა, რომ დღეს ამის გაკეთება ჩვენც გვაზარალებს: ვიხვეწებით, „ჩემი ატამი, მწვანილი და ღვინო შენს ბაზარზე დაუშვი, ტურისტები გამოგვიგზავნეო“, იმ რეალობამდე მივდივართ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გარღრმავებას თავად არ დავუჭერთ მხარს – უკრაინის შემთხვევაში ხომ ასე მოვიქეცით?! ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო კი სწორედ ამ საკითხზე იზრუნებდა. რას ჰქვია შენი მოქალაქე მოკლეს, ესროლეს – ბებიას ბოსტანში გადასულებივით იქცევიან და ასეც გვიყურებენ, პატივს არ გცემენ, რადგან იციან რომ უპრინციპო ხარ: ერთის მხრივ ოკუპანტს ეძახი, მეორეს მხრივ – საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავ, „დაგმეთ ჩემი ჟურნალისტი, რადგან პუტინს აგინაო“ – ეს რა უბედურებაა?!“.

გობრონიძე ამბობს, რომ დიალოგს ალტერნატივა (თუმცა არა ერთი–ერთზე) არ აქვს, მაგრამ პრობლემები იქ იწყება, თუ რას ვთავაზობთ რუსეთს – რატომ გაითვალისწინოს მან ჩვენი ინტერესი, როდესაც ჩვენს გამო პრობლემები არ ექმნება.

„შენს გამო რატომ უნდა შეიწუხოს სხვამ თავი, როდესაც შენ არ იწუხებს? არ შეიძლება, ქვეყანა #1 მტერი და იმავდროულად #3 ეკონომიკური პარტნიორი იყოს – ეს ანომალიაა“,– ამბობს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ უთავმოყვარეო პოზიციიდან ოკუპაციას ეფექტურ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს.

accentnews.ge

Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend
INFONEWS.GE

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"

RelatedPosts

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!
საზოგადოება

თუ ასეთი ჩანაწერები არსებობდა, რა უფლებით გამოიტანა ხელისუფლებამ ეს საკითხი მოლაპარაკებების საგნად?! – ლელა ჯეჯელავა

ავტორი ვაკო კუპრაშვილი
იანვარი 20, 2021
0
190

ეთნიკურ და კონფესიურ უმცირესობათა ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ არსებობს რაიმე სახის ვიდეომასალა კარტოგრაფების საქმეზე, რითიც დაკავებული მეცნიერების ბრალეულობა დასტურდება და...

წაიკითხე მეტი
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

ობამები, ბუშები, კლინტონები, ჯეი ლო, ლედი გაგა და სხვა – ინაუგურაცია 2021

იანვარი 20, 2021
139
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

“უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან”- ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა

იანვარი 20, 2021
223
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

იანვარი 20, 2021
187
სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

იპოდრომის აქცია გაჩეჩილაძეებმა ტელევიზიის სანაცვლოდ დაშალეს – ფარული მოლაპარაკებები შავნაბადაზე

იანვარი 19, 2021
164
  • ტრენდული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

დეკემბერი 18, 2020
ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

დეკემბერი 14, 2020
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

დეკემბერი 12, 2020
მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

დეკემბერი 12, 2020

They Spoke In Monosyllables And Short Jerky

0

The Hottest month in the Sahara desert

0

Nor Would Difference of Country Make Very Essential Difference

0

It was going to be a lonely trip back

0
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

თუ ასეთი ჩანაწერები არსებობდა, რა უფლებით გამოიტანა ხელისუფლებამ ეს საკითხი მოლაპარაკებების საგნად?! – ლელა ჯეჯელავა

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

ობამები, ბუშები, კლინტონები, ჯეი ლო, ლედი გაგა და სხვა – ინაუგურაცია 2021

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

“უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან”- ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

იანვარი 20, 2021

Recent News

საინფორმაციო ანალიტიკური საგაგენტო “INFO NEWS”

No Result
View All Result
https://www.youtube.com/watch?v=ZPNFvJGu34M

Browse by Category

  • COVID19
  • FACEBOOK
  • განათლება
  • დაუხარისხებელი
  • დიპლომატია
  • ევროპული გზა
  • ეკონომიკა
  • ეს საინტერესოა
  • ექსკლუზივი
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • მსოფლიო
  • პარლამენტი
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სამხედრო
  • სპორტი
  • სტატისტიკა-კვლევა
  • სხვა
  • ტაბლოიდი
  • ტექნოლოგიები
  • ტოპ
  • ყველა სიახლე
  • შოუბიზნესი
  • ჯანმრთელობა
  • ჰოროსკოპი

Recent News

დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

თუ ასეთი ჩანაწერები არსებობდა, რა უფლებით გამოიტანა ხელისუფლებამ ეს საკითხი მოლაპარაკებების საგნად?! – ლელა ჯეჯელავა

იანვარი 20, 2021
დღეიდან საქართველოს 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება – ენგურჰესი ჩერდება!

ობამები, ბუშები, კლინტონები, ჯეი ლო, ლედი გაგა და სხვა – ინაუგურაცია 2021

იანვარი 20, 2021

  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • მასალის გამოყენების პირობები

© 2020 INFONEWS.GE

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო

© 2020 INFONEWS.GE

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password? Sign Up

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
We use cookies on our website to give you the most relevant experience by remembering your preferences and repeat visits. By clicking “Accept”, you consent to the use of ALL the cookies.
Cookie settingsACCEPT
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled

Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.

Non-necessary

Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.

Add New Playlist