პარასკევი, აპრილი 9, 2021
INFONEWS.GE
Advertisement
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო
No Result
View All Result
No Result
View All Result
INFONEWS.GE
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე სამართალი რეგიონი

კავკასიური ძალთა წრე – ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვებულები და დამარცხებულები

ვაკო კუპრაშვილი ავტორი ვაკო კუპრაშვილი
2020/12/14
in რეგიონი
Reading Time:2min read
25 0
0
კავკასიური ძალთა წრე – ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვებულები და დამარცხებულები
51
გაზიარება
101
ნახვა
Share

27 სექტემბერს, კავკასიაში, კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, რომელსაც მსოფლიო დღეს ყარაბაღის მეორე ომის სახელით იცნობს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 44 დღიანი შეტაკებების შემდეგ, 10 ნოემბრის შუაღამისას ყარაბაღის მორიგი ომი დასრულდა.

დაკავშირებულიპოსტები

No Content Available

რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის პირველი პირების მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, ცეცხლი შეწყდა, დღემდე აქტიურად განიხილება თუ ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა ყარაბაღის მეორე ომში. რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლაში მონაწილე მხარეებს, ცალსახაა, რომ ომში წაგებული სომხეთია.2020-11-10რა გავლენა ექნება საქართველოზე ყარაბაღის შეთანხმებას

10 ნოემბრის შეთანხმება სომხეთისთვის, პრაქტიკულად კაპიტულაცია აღმოჩნდა. მან დაკარგა იმ ტერიტორიების უმეტესობა, რომლებსაც პირველი ომის (1990-1994) შემდგომ აკონტროლებდა.

გამარჯვებულებზე ლაპარაკი კი უფრო რთულია. ერთი შეხედვით ომში აზერბაიჯანმა გაიმარჯვა. მან კონტროლი 7 რაიონსა და ქალაქ შუშაზე აღადგინა.

თუმცა, 10 ნოემბრის შეთანხმებამდე ერთი დღით ადრე, აზერბაიჯანს შუშა უკვე დაკავებული ჰქონდა და სულ რამდენიმე კილომეტრი რჩებოდა სტეფანაკერტამდე. აზერბაიჯანის სამხედრო უპირატესობა ეჭვებს არავის უჩენდა. ომი გარკვეული პერიოდით შეიძლება გაგრძელებულიყო, მაგრამ აზერბაიჯანს უჩნდებოდა ისტორიული შანსი – მთიანი ყარაბაღი მთლიანად დაეკავებინა.

როგორც ვნახეთ, ეს არ მოხდა. შესაბამისად ჩნდება კითხვები: ვინ ან რამ გადააფიქრებინა ილჰამ ალიევს ამის გაკეთება ?! არსებობდა თუ არა აზერბაიჯანისთვის წინასწარ გავლებული ე.წ წითელი ხაზი ?! – ამ მომენტისთვის ეს გაურკვეველია…

ფაქტი კი ისაა, რომ სომხეთი კატასტროფას და ყარაბაღის სრულად დაკარგვას გადაურჩა. პუტინმა სომხეთი მიატოვა და შემდეგ გადაარჩინა.

ასეა თუ ისე, აზერბაიჯანი ყარაბაღის მეორე ომის უპირობო ტრიუმფატორია. ამასთან, იმის გარდა, რომ აზერბაიჯანმა დაიბრუნა 7 რაიონი და ქალაქი შუშა, სომხეთის გავლით, თავის ექსკლავთან, ნახჭევანთან სატრანსპორტო კორიდორი მიიღო (ნახჭევანს პირდაპირი საზღვარი აქვს თურქეთთან), რომელის უსაფრთხოებასაც რუსული ძალები გააკონტროლებენ.

რუსეთი – მოგებული თუ წაგებული?

როდესაც 10 ნოემბრის შეთანხმება დაიდო (რომელშიც მედიატორის როლი რუსეთმა შეასრულა), აღმოჩნდა, რომ რუსეთი რეგიონში კიდევ უფრო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი.

სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე ექსპერტების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ რუსეთი ამ ომის კიდევ ერთი გამარჯვებულია.

მთავარი არგუმენტები:

რუსეთმა აზერბაიჯანში მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტი განათავსა. აზერბაიჯანი რეგიონში ერთადერთ ქვეყნად რჩებოდა, რომელშიც რუსული შეიარაღებული კონტიგენტი წარმოდგენილი არ იყო. ამით რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში კიდევ ერთი სამხედრო პლაცდარმი შეიქმნა.

სომხეთისა და ყარაბაღის დარჩენილი ნაწილის დამაკავშირებელ კორიდორს, ასევე აზერბაიჯანისა და მისი ექსკლავის, ნახჭევანის დამაკავშირებელ კორიდორს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შეიარაღებული ძალები გააკონტროლებენ.

ექსპერტების აზრით, ეს მოცემულობა, რუსეთის მხრიდან როგორც აზერბაიჯანზე ასევე სომხეთზე ზემოქმედების შესაძლებლობებს ზრდის. ასევე, სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულება, რომელიც 2018 წელს ხავერდოვანი რევოლუციით ხელისუფლებაში ფაშინიანის მოსვლის შემდეგ შემცირებული იყო – კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, რუსეთმა ფაშინიანის ხელისუფლების დასავლური ამბიციები შეკვეცა და მისი პოლიტიკური მომავალი ეჭვქვეშ დააყენა.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა რეგიონში კონტროლის მექანიზმები განიმტკიცა.

კონფლიქტები, რომლებშიც რუსი შეიარაღებული ძალები მშვიდობისმყოფლის მანდატით ჩნდებიან, პრაქტიკულად არასდროს მოგვარებულა.

არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც რეგიონში რუსული ინტერესები შესუსტდა.

თურქეთის რბილი თუ ხისტი ძალა

ყარაბაღის მეორე ომის გეოპოლიტიკური შედეგები არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ, რუსეთისთვისაც დამღუპველია. რუსული საგარეო პოლიტიკის კარგად შეფუთული ტრიუმფის მიღმა – სამშვიდობო ძალების რეგიონში შეყვანა – მალე ნათელი გახდება რეალური სურათი – სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის გავლენა მკვეთრად შემცირდა. თურქეთის პრესტიჟი კი პირიქით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასე ეხმაურება რუსული გამოცემა “ვედომოსტი” ყარაბაღის ომის შედეგებს.2020-11-10ყარაბაღის შეთანხმება: რეგიონში კრემლის გავლენა ძლიერდება – საფრთხე საქართველოსთვის

მსგავსი შეფასებები არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც მრავლად კეთდება. ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცესა და განსაკუთრებით კავკასიაში, რომელსაც რუსეთი, საკუთარი ექსკლუზიური გავლენის ზონად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთპიროვნულად უნდა წყვეტდეს სხვადასხვა კონფლიქტებსა თუ საკითხებს, რეგიონში უპირობო ლიდერის როლის დათმობა და ახალი მოთამაშის შემოყვანა და მისი ლეგიტიმაცია მოუხდა.

საყურადღებოა, რომ ახალი მოთამაშე თურქეთია, ქვეყანა, რომელთანაც ისტორიულად რუსეთს მსუბუქად, რო ვთქვათ გადასარევი ურთიერთობები არ აქვს.

ექსპერტებისა და პოლიტოლოგების თქმით, არსებობს სანდო ინფორმაცია, რომ პუტინის მედიაციით მიღწეული 10 ნოემბრის შეთანხმება, რუსეთმა პირველ რიგში თურქეთის ლიდერს, ერდოღანს შეუთანხმა. ნამდვილად ასეა თუ არა, ეს სხვა საკითხია, თავად ამ სახის ინფორმაცია იმსახურებს ყურადღებას. ფაქტია, რომ თურქეთმა რეგიონში დამოუკიდებელ რეგიონალურ მოთამაშედ წარმოაჩინა თავი, და ამით არა მხოლოდ რუსეთს, არამედ დასავლელ პარტნიორებსაც “(განსაკუთრებით ამერიკას) უჩვენა თავისი შესაძლებლობები და ძალა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა მოძმე აზერბაიჯანსა და ილჰამ ალიევის კონფლიქტის პირველივე დღიდან მხარი ღიად დაუჭირა, რაც არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ, თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებით დახმარებაშიც გამოიხატა, რამაც საბოლოოდ ომის ბედი გადაწყვიტა კიდეც.

რა მიიღო თურქეთმა:

გარდა იმისა, რომ თურქეთმა რეგიონში ძლიერ, დამოუკიდებელ მოთამაშედ წარმოაჩინა თავი, მან ასევე მიიღო კონფლიქტის მონიტორინგის ცენტრში მონაწილეობის საშუალება. ზუსტად რა სახით, როდის და სად, ჯერჯერობით გაურკვეველია. ამით თურქეთს უშუალოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონტიგენტით წარმოდგენის შესაძლებლობა მიეცა.
შანსი, ნახჭევანის კორიდორის გავლით, კასპიის ზღვაზე, შემდეგ კი შუა აზიაში თურქულენოვან სამყაროში თავისი გავლენები განამტკიცოს.

წაგებული დასავლეთი

ეუთოს მინსკის ჯგუფმა (თანათავმჯდომარეები: რუსეთის, საფრანგეთი, აშშ), რომელიც კონფლიქტის მოგვარებაში ძირითადი საერთაშორისო ფორმატი იყო, თავისი როლი პრაქტიკულად ვერ შეასრულა და ამით მისი სიცოცხლისუნარიანობა დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს.2020-11-10რა გააფორმა პუტინმა ალიევ-ფაშინიანის ხელმოწერით: ყველაფერი, რაც შეთანხმების შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანში ხდება

საინტერესოა, რომ კონფლიქტის დაწყება, მსოფლიოში კოვიდპანდემიისა და აშშ-ის არჩევნებს დაემთხვა, რამაც დასავლეთის ჩართულობა კიდევ უფრო შეზღუდა. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელა მაკრონისა და აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივის გარდა (ოქტომბრის ბოლოს აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებოდნენ ვაშინგტონში და ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც მეორე დღესვე დაირღვა) დასავლეთის სხვა ქმედითი ნაბიჯები და რეაქციები არ მოჰყოლია.

შესაბამისად სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის გავლენა შესუსტდა. სომხეთი, რომელზეც მათი მხრიდან, გარკვეული ფსონები კეთდებოდა და ფაშინიანის ხარჯზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების შანსები გაჩნდა, ფაქტობრივად ისევ რუსეთის ხელში აღმოჩნდა.

ნატოს წევრი თურქეთი, კი ამ შემთხვევაში სრულად დამოუკიდებლად და მოკავშირეებთან პოზიციების შეჯერების გარეშე მოქმედებდა. იმ გართულებების ფონზე, რაც თურქეთს აქვს ნატოელ მოკავშირეებთან, ამ ეტაპზე ის (თურქეთი) სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის წარმომადგენელი ვერ იქნება.
ყარაბაღის მეორე ომი ფაქტობრივად დასავლეთის ჩარევის გარეშე დასრულდა.

“დასავლეთი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესიდან გააძევეს, საკითხი მის გარეშე გადაწყდა” – ასე შეაფასა დასავლეთის როლი რუსმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა მაქსიმ შევჩენკომ. მისი თქმით დასავლეთმა კავკასიაში დიდი მარცხი განიცადა.

დამარცხებულთა რიგებში შეიძლება მოვიაზროთ ირანიც, რომელსაც რუსეთთან და თურქეთთან ერთად რეგიონში საუკუნოვანი ინტერესები აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში შიდა დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე იზოლირებული აღმოჩნდა.

საქართველოსთვის … ?

საქართველოსთვის ბრძოლა ყველაზე აქტუალური გახდება -ომის დასრულების შემდეგ, წერდნენ როგორც რუსული, ასევე ევროპული და ამერიკული გამოცემები.

საქართველოსთვის ბრძოლა დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ჩანს ეს ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესული. თუ ამერიკასა და ევროპას სამხრეთ კავკასიაში გავლენების შენარჩუნება სურს, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ერთადერთი გზა პროდასავლურ საქართველოზე გადის, რაც დასავლეთისთვის ჩართულობის გაზრდის სიგნალად უნდა იქცეს.

მიუხედავად, იმისა, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში რუსეთის გავლენების გაზრდა-შემცირებაზე ექსპერტებისა და პოლიტოლოგების აზრი გაიყო, რუსული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობა მაინც გაიზარდა და გამოჩნდა იქ, სადაც აქამდე არ ყოფილა.

ყველა ის ქვეყანა, ვისაც სამხრეთ კავკასიაში ინტერესები გააჩნია, გააქტიურებულია, მათ შორის საქართველოს მიმართულებითაც. გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები, ძალთა ბალანსი იცვლება. საერთო ჯამში, ახალი სტატუს კვოს პირობებში, ჩვენი ქვეყნისთვის რისკებთან ერთად ახალ შესაძლებლობები ჩნდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სტრატეგიულ ცვლილებებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, თუმცა მოქმედების, მოქნილი და აქტიური პოლიტიკის დრო და სივრცე ნამდვილად გაჩნდა.

primetime

Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend
ვაკო კუპრაშვილი

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

მსგავსიპოსტები

No Content Available

დეტექტივთა ეროვნული ასოციაცია

  • აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, ერთობლივად გაუმკლავდნენ რუსეთის აგრესიას უკრაინასა და საქართველოში

    აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, ერთობლივად გაუმკლავდნენ რუსეთის აგრესიას უკრაინასა და საქართველოში

    906 shares
    Share 362 Tweet 227
  • რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

    68 shares
    Share 27 Tweet 17
  • კელი დეგნანი – პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაიცავს თავისუფალ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, რათა მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი

    729 shares
    Share 292 Tweet 182
  • ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

    51 shares
    Share 20 Tweet 13
  • ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის შოკისმომგვრელი ჩანაწერები – ვის ხელშია ქვეყანა (ვიდეო)

    75 shares
    Share 30 Tweet 19

იურიდიული კომპანია

Recent News

“საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ” – ევროპარლამენტარი

“საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ” – ევროპარლამენტარი

აპრილი 8, 2021
102
სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოზე

სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოზე

აპრილი 8, 2021
100
“სახელმწიფო მიტაცებულია” – მორიგი გაფრთხილება ბრიუსელიდან

“სახელმწიფო მიტაცებულია” – მორიგი გაფრთხილება ბრიუსელიდან

აპრილი 8, 2021
100
რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც – გენერალი ბენ  ჰოჯესი

რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც – გენერალი ბენ ჰოჯესი

აპრილი 8, 2021
105

სიცრუის დეტექტორი

  • “ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის მომავალი საფრთხეშია” – ევროპარლამენტარები
  • “საქართველოს მთავრობა რისკავს იმ კეთილ ნებას, რომელიც ქვეყნის მიმართ ამერიკის სენატში არსებობს”
  • აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, ერთობლივად გაუმკლავდნენ რუსეთის აგრესიას უკრაინასა და საქართველოში
  • კელი დეგნანი – პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაიცავს თავისუფალ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, რათა მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი

GPS მონიტორინგი


INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური საგაგენტო “INFO NEWS”

No Result
View All Result
https://www.youtube.com/watch?v=ZPNFvJGu34M

დაათვალიერეთ კატეგორიის მიხედვით

  • COVID19
  • FACEBOOK
  • განათლება
  • დაუხარისხებელი
  • დიპლომატია
  • ევროპული გზა
  • ეკონომიკა
  • ეს საინტერესოა
  • ექსკლუზივი
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • მსოფლიო
  • პარლამენტი
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სამხედრო
  • სპორტი
  • სტატისტიკა-კვლევა
  • სხვა
  • ტაბლოიდი
  • ტექნოლოგიები
  • ტოპ
  • ყველა სიახლე
  • შოუბიზნესი
  • ჯანმრთელობა
  • ჰოროსკოპი

Recent News

“საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ” – ევროპარლამენტარი

“საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ” – ევროპარლამენტარი

აპრილი 8, 2021
სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოზე

სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოზე

აპრილი 8, 2021


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • მასალის გამოყენების პირობები

© 2020 INFONEWS.GE

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო

© 2020 INFONEWS.GE

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password? Sign Up

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
We use cookies on our website to give you the most relevant experience by remembering your preferences and repeat visits. By clicking “Accept”, you consent to the use of ALL the cookies.
Cookie settingsACCEPT
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled

Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.

Non-necessary

Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.

Add New Playlist