კალაძე: ნაციონალურმა მოძრაობამ მავნებლობას თავი დაანებოს, ყველაზე დიდი დახმარება ეს იქნება – სააკაშვილის ინიციატივით შეშინებული ხელისუფლება?

“ნაციონალური მოძრაობის” მორიგ შეთავაზებას თბილისის მერი კახა კალაძე პასუხობს.

მმართველი გუნდის გენერალურმა მდივანმა პარტია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მთავრობა საქართველოს მოქალაქეების ევროპიდან ჩამოყვანის პროცესზე თავად მუშაობს. 

“ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია, რეისები განხორციელდა. ბოლო დღეების განმავლობაში, როდესაც მოხდა ადამიანების ჩამოყვანა, ვისაც დაბრუნების სურვილი აქვს, რა თქმა უნდა. ეს პროექტი გაგრძელდება. მთავარი არის გაითვალისწინოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, თავი დაანებოს მავნებლობას – ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება დღევანდელ მდგომარეობაში. თუ დამატებითი ღონისძიებების გატარების საჭიროება იქნა – დამატებითი თხოვნა ადამიანებზე, ქვეყნებზე, ბიზნეს სექტორის დახმარების და ხელშეწყობის – ამასაც გავაკეთებთ, მაგრამ ჯერ არ არის ამის აუცილებლობა”, – განაცხადა კახა კალაძემ. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს ხელისუფლებას დახმარება შესთავაზა. როგორც ვაშაძე აცხადებს, მოძიებულია ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ათასობით მოქალაქეს სამშობლოში დასაბრუნებლად დაეხმარება. ამავე ინიციატივით გამოდის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილმა მზადყოფნა  გამოთქვა, რომ მთავრობასთან კოორდინაციით ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება უზრუნველყოს. ამ შეთავაზებაზე მთავრობამ უარი თქვა. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.