კანონდარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა უცვლელი რჩება – სითი პარკის ჯიბიდან ფულის საკუთარ ჯიბეში გადატანა?

მერიასა და “სითი პარკს” შორის არსებული ხელშეკრულება დღეიდან ძალადაკარგულად მიიჩნევა. ამიერიდან, პარკირების სისტემის ადმინისტრირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

დღეიდან, ქუჩებში არასწორად გაჩერებული ავტომობილების მფლობელებს „სითი პარკის“ ნაცვლად თბილისის სატრანსპორტო კომპანია დააჯარიმებს.

კანონდარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა უცვლელი რჩება. თუ ათ აპრილამდე ავტომობილის მფლობელს დაკისრებული ჰქონდა ჯარიმა, ის ვალდებულია თანხა კვლავ „სითი პარკს“ გადაუხადოს.

დღეიდან შეიცვლება დედაქალაქში საპარკინგე ადგილებზე განთავსებული „სითი პარკის“ ლოგოიანი საინფორმაციო დაფებიც.

“სითი პარკთან” კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ განცხადება, თბილისის მერმა კახა კალაძემ 13 მარტს გააკეთა.

“სითი პარკსა” და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო. თუმცა , როგორც დღეს გახდა ცნობილი ხელშეკრულება ვადამდე, 2018 წლის 10 აპრილს შეწყდება.ინფორმაციას სააგენტო პირველი ავრცელებს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.