“კარგა ხანია უკვე წამოვედი სამსახურიდან” – ჭიკაიძის პირველი კომენტარი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და კრიზისების საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალექსანდრე ჭიკაიძე, სამსახურიდან მის გათავისუფლებას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მოკლე კომენტარს ჭიკაიძე “რუსთავი2”-თან სატელეფონო საუბრისას აკეთებს.

კაიხანია უკვე წამოვედი სამსახურიდან, ჩემი განცხადების საფუძველზე დავტოვე სამსახური,”-აცხადებს ჭიკაიძე.

კითხვაზე თუ როდის დატოვა თანამდებობა ჭიკაიძე ამბობს, რომ “არ ახსოვს”.

გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურის გარეშე დარჩენილი ალექსანდრე ჭიკაიძე საქმიანობას სპორტის სფეროში გააგრძელებს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.