კახა კალაძე: პროპორციული არჩევნები არც 2024 წელს უნდა ჩატარდეს – სვლა საზოგადოების ნების წინააღმდეგ? – ვინ შეაშინა ან რისი ეშინია კალაძეს?

ევროპელი თუ ამერიკელი დიპლომატები საქართველოს ხელისუფლებას პროპორციული არჩევნების ჩაგდების გამო მწვავედ აკრიტიკებენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, კახა კალაძე აღნიშნული სისტემის მომხრე მაინც არაა.

“პროპორციული არჩევნები არც 2024 წელს უნდა ჩატარდეს” – ეს განცხადება თბილისის მერმა პირველი არხის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პროპორციული არჩევნები ქვეყნისთვის საზიანო იქნება. მისივე განცხადებით, არსებული საარჩევნო სისტემა ქვეყნისთვის იდეალურია. 

“ცუდია, როცა პარტია გასცემს დაპირებას და ის ვერ სრულდება. შესაძლოა ეს ჩვენი შიდაპარტიული პრობლემაა. ვარ იმ ადამიანებს შორის, ვინც მხარს უჭერდა საარჩევნო სისტემის შეცვლას, თუმცა დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროპორციული სისტემა ბევრად განვითარებულ ქვეყნებში სერიოზულ პრობლემას ჰქმნის, ამიტომ არ ვემხრობი. მიმაჩნია, რომ არსებული სისტემა ან 100-50-ზე არის იდეალური”, – განაცხადა კახა კალაძემ. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.