შაბათი, დეკემბერი 4, 2021
detective
მთავარისამართალისამხედროკელი დეგნანი - მადლობა საქართველოს მთავრობას, თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ...

კელი დეგნანი – მადლობა საქართველოს მთავრობას, თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ ავღანეთიდან ტრანზიტით მომავალ ჰუმანიტარულ ფრენებს

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის საწვრთნელი პროგრამის (GDRP-T) წარმატებით დასრულება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია.

როგორც ვაზიანში ყოფნისას დეგნანმა აღნიშნა, საწვრთნელი პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, ნატო-ს ძალებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას.

„დღეს ამ პროგრამის დასრულება არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში გასული სამი წლის განმავლობაში ცხრა ბატალიონი მომზადდა. აშშ-ის ევროპის სარდლობამ და თავდაცვის სამინისტრომ ერთად შეიმუშავეს და განახორციელეს საწვრთნელი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, ნატო-ს ძალებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. აშშ-ის სამხედროების ყოფნა საქართველოში და მსგავსი საწვრთნელი პროგრამები არის აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობას ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორი თანადგომითა და დიდი შესაძლებლობებით შეაქვს საქართველოს წვლილი გლობალური უსაფრთხოების ოპერაციებში.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას იმ შესანიშნავი ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ ავღანეთიდან ტრანზიტით, საქართველოს გავლით მომავალ ჰუმანიტარულ ფრენებს მათ საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩასვლამდე. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორი თანადგომითა და დიდი შესაძლებლობებით შეაქვს წვლილი საქართველოს გლობალური უსაფრთხოების ოპერაციებში. აშშ კვლავ გააგრძელებს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას, რათა საქართველოს თავდაცვის ძალები გახდეს უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
861,883
დადასტურებული შემთხვევები
Updated on December 4, 2021 4:51 pm

უახლესი

შქმერში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

0
შქმერში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა“შქმერის” მანგანუმის საბადოზე გაცემულ ლიცენზიასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში, ეკონომიკისა და...

7 ნოემბერი – უღალატა ამომრჩეველს, არ უღალატია სახელმწიფოსათვის

0
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას მიერ ოპოზიციის მიტინგის გამართვის დროდ 7 ნოემბრის გამოცხადებას ბევრში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა - თვით გაერთიანებული ოპოზიციის რიგებშიც კი. ამ...

ჩვენ ერთად შევძლებთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გახდეს თითით საჩვენებელი რეგიონში – გიორგი წიკლაური

0
დასასრულს მიუახლოვდა საარჩევნო კამპანია, მღელვარება კი უფრო და უფრო იმატებს. თუმცა ვიცი, რომ ეს მღელვარება უსაფუძვლოა, რადგან ყოველი შეხვედრა თქვენთან, ჩემს ამომრჩეველთან, თავდაჯერებულობას მმატებდა,...

ჩემი სამომავლო გეგმები მთლიანად რაჭას და ონის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, მინდა ვიყო ის ადამიანი, რომლის...

0
ჩემო ონელებო, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი განვითარების სასარგებლოდ, ჩვენი შვილებისა და ჩვენი საყვარელი ონის უკეთესი მომავლისთვის.- ამის შესახებ „ქართული ოცნების” ონის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა...

COVID19

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

0
საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ამ ეტაპზე, წითელ ზონაშია შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი,...

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

0
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 1 362 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415,...