კვლავ დათმობილი, უზარმაზარი ტერიტორიები და საზოგადოებისთვის დამალული ინფორმაცია.. როდის დათმო ხელისუფლებამ პერევის კუთვნილი ასობით ჰექტარი? – დავით ქაცარავა (ფოტოკოლაჟი)



ამჯერად პერევი.
კვლავ დათმობილი, უზარმაზარი ტერიტორიები და საზოგადოებისთვის დამალული ინფორმაცია..
როდის დათმო ხელისუფლებამ პერევის კუთვნილი ასობით ჰექტარი?
ის ტერიტორია, რომელიც არ შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რომელიც რატომღაც, რაღაც აუხსნელი მიზეზით , უკვე მერამდენედ დაუთმო რუს ოკუპანტებს მმართველმა პარტიამ.



რამდენიმე დღის წინ ჩვენმა მონიტორინგმა და სამშვიდობო პატრულირებამ პერევში ჩაგვიყვანა..

შემთხვევით ერთ ოჯახში აღმოვჩნდით..
ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი კითხვა დავსვით და პასუხმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა..
კითხვა კი შემდეგში მდგომარეობდა – არის პერევში ან მის მიმდებარედ ისეთი ადგილი, სადაც ადრე, 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში შედიოდით და მერე, რაღაც მომენტიდან ვეღარ შედიხართ?

როგორც უკვე მოგახსენეთ, პასუხმა თავზარი დაგვცა..

როგორც აღმოჩნდა, ახალი ოკუპაციის ხაზმა ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში 970 მეტრით გადმოინაცვლა, ჯამურმა ფართობმა 243 ჰექტარი შეადგინა..

ეს ახალი ხაზი მდინარე ღებურაა, რომლის გადაკვეთის უფლება ადგილობრივ მოსახლეობას 2014 წლიდან აღარ აქვს..
დიახ, 2014 წელს ჩვენმა ხელისუფლებამ დაუთმო ოკუპანტს 2 მილიონ ოთხას ოცდაათი ათასი კვადრატული მეტრი და ეს დაუმალა საზოგადოებას…

მხოლოდ 2020 წელს შემთხვევით გავიგეთ ეს ამბავი…

სამწუხაროდ, ჩვენი მიწა-წყლის ოკუპანტისთვის ჩუმად დათმობის სტილი, ჩვენი ხელისუფლების ხელწერად გადაიქცა…

არადა, ამაყად გვარწმუნებენ, რომ ისინი ერთადერთ მთავრობას წარმოადგენენ, ვისაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ტერიტორიები არ დაუკარგავს…
—————————————————-
ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” აგრძელებს პატრულირებას და მონიტორინგს იქ, სადაც სამწუხაროდ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არ ჩნდებიან.. იქ, სადაც ჩვენი კოლაბორაციონისტი მთავრობა უთმობს ოკუპანტს ჩვენს მიწა-წყალს..

ძალიან მიმძიმს იმის თქმა, რომ კიდევ არაერთხელ მომიწევს თქვენთვის ასეთი მძიმე ფაქტების მოწოდება, მაგრამ ამ მთავრობის მოღალატეობრივი მმართველობის ხელში ეს ერთადერთი გზაა, რითაც შესაძლებელია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მოპყრობა მიმდინარე ოკუპაციის პროცესზე, ჩვენი მთავრობა ხომ ყველას უმალავს,თუ როგორ გადასცემს ოკუპანტს ჩვენს მიწა-წყალს…

წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე
ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერი დავით ქაცარავა.


0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.