პარასკევი, იანვარი 21, 2022
detective
მთავარისხვაეს საინტერესოაკიდევ ერთი დეზინფორმაცია ვაქცინაციაზე – დასტურდება თუ არა ქვეყანაში ორჯერ ვაქცინირებულთა გარდაცვალების...

კიდევ ერთი დეზინფორმაცია ვაქცინაციაზე – დასტურდება თუ არა ქვეყანაში ორჯერ ვაქცინირებულთა გარდაცვალების შემთხვევები

ახალი კორონავირუსისა და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში მრავალი დეზინფორმაცია ვრცელდება. მიზანმიმართული თუ შეცდომით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია საზოგადოებაში ანტივაქსერულ განწყობებს კიდევ უფრო აღრმავებს და პანდემიის დამარცხებას ართულებს. ვინაიდან, სწორედ აქტიური ვაქცინაცია, სხვა რეკომენდაციებთან ერთად არის ის ეფექტური გზა, რომლის მეშვეობითაც საქართველო ამ რთულ ვითარებას დაძლევს. 
კიდევ ერთი ე.წ. ფეიკნიუსი ვაქცინაციის შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ინფორმაციის თანახმად, კასპის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი ოლია მახარაძე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან მალევე შეუძლოდ გახდა და 5 საათში გარდაიცვალა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებში დაკონკრეტებული არ იყო, თუ რომელი ვაქცინა გაიკეთა გარდაცვლილმა ქალმა. ინფორმაცია სხვადასხვა ფეისბუქ გვერდებმა გამოაქვეყნეს.

ამბავი “მითების დეტექტორმა” შეისწავლა და შესაბამისი დასკვნაც დადო – დეზინფორმაცია.

როგორც ირკვევა, სკოლის დირექტორი არათუ აცრის მერე გარდაიცვალა, არამედ მას მეორე დოზა არც მიუღია. როგორც გარდაცვლილის შვილიშვილი აცხადებს,  ქალი გულის შეტევით 24 ივლისს გარდაიცვალა. ვაქცინის მეორე დოზა კი გაკეთებული არ ჰქონდა და მის მისაღებად დარეგისტრიებული 27 ივლისს იყო. 

საქართველოში ორჯერ ვაქცინირებულებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აღნიშნულ ინფორმაციას “კვირას” თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე უდასტურებს. სპეციალისტი კიდევ ერთხელ არწმუნებს საზოგადოებას ვაქცინაციის  ეფექტურობის შესახებ.
“ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებულ ადამიანებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ვაქცინა კარგად იცავს”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ვაქცინაციის აუცილებლობასა და ეფექტურობაზე საუბრობს დარგის ყველა სპეციალისტი და მათ შორის ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი, ამირან გამყრელიძე. 6 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე გამყრელიძემ განაცხადა, ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ ინფიცირების შემთხვევაც ორჯერადაც აცრის შემთხვევაში, დაახლოებით 0,3 პროცენტის ფარგლებშია. 

“მას შემდეგ, რაც ქვეყანაში აცრები დავიწყეთ, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 1 668 ადამიანია გარდაცვლილი. აქედან 1 664 პირი ვაქცინირებული არ იყო. მალე, ალბათ ათ დღეში გამოვაქვეყნებთ ანალიზს, რამდენი იყო ინფიცირება ერთჯერადი აცრის შემდეგ – ეს მაჩვენებელი დაახლოებით 0.8 პროცენტის ფარგლებშია და რამდენი იყო ინფიცირება ორჯერადად აცრის შემდეგ – დაახლოებით 0.3 პროცენტის ფარგლებშია. სხვადასხვა ვაქცინაზე მაჩვენებელი სხვადასხვაა და ამის შესახებ დეტალები გამოქვეყნდება. მთავარია, რომ ორჯერ აცრილებში ჩვენ კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია, ყოველ შემთხვევაში მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

ყველაზე პოპულარული

Georgia
1,021,943
დადასტურებული შემთხვევები
Updated on January 21, 2022 5:16 am

უახლესი

კოვიდინფიცირებულებისათვის ახალი პორტალი ამოქმედდა

0
კოვიდინფიცირებული პირებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელეს. COVID 19-ის დადასტურების შემთხვევაში კოვიდინფიცირებულებს შესაძლებლობა აქვთ, 112-ში...

„მყეფავი ხველა“ დაემატა და ესეც „ომიკრონის“ ერთ-ერთი თვისებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში“ – ივანე...

0
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „ომიკრონის“ შტამს 6 წლამდე ასაკის ბავშვების ინფიცირების დროს ე.წ. მყეფავი ხველა“ დაემატა.  ექიმი განმარტავს თუ რას...

„მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი გროვდება“ – სერგეი ლავროვი

0
„მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი გროვდება. დასავლეთის ქვეყნები ხელს უწყობენ მოვლენების ნეგატიურ განვითარებას“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისი თქმით,...

“ომიკრონი” 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა – ახალი შტამით ინფიცირების 51 შემთხვევა ქვეყანაში

0
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 51 შემთხვევაა გამოვლენილი – ამის შესახებ "პირველ არხს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში...

COVID19

„მყეფავი ხველა“ დაემატა და ესეც „ომიკრონის“ ერთ-ერთი თვისებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში“ – ივანე...

0
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „ომიკრონის“ შტამს 6 წლამდე ასაკის ბავშვების ინფიცირების დროს ე.წ. მყეფავი ხველა“ დაემატა.  ექიმი განმარტავს თუ რას ნიშნავს მყეფავი ხველა და რამდენი დღე გრძელდება ის.  „ომიკრონის სიმპტომებს სულ...

“ომიკრონი” 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა – ახალი შტამით ინფიცირების 51 შემთხვევა ქვეყანაში

0
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 51 შემთხვევაა გამოვლენილი – ამის შესახებ "პირველ არხს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოვლენილი 51 - დან, ხუთი პირი 18 წლამდე ასაკისაა, ხოლო...

დღეიდან მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა სამუშაო დღეების გარდა უქმეებზეც იქნება შესაძლებელი

0
დღეიდან მცხეთაში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს აცრა, სამუშაო დღეების გარდა, უქმეებზეც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლებათ ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე ყოველდღე 150-მდე ადამიანი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“...

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

0
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პირველი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიაში გაიხსნა. სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ იმუნიზაციის ცენტრი პირადად დაათვალიერა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ როგორც ჭრებალოს...