უკრაინელი მხატვარი ანა მინგალევა საკუთარ Instagram-ზე აქვეყნებს ფოტოკოლაჟებს, სადაც კლასიკური ფერწერის გმირები თანამედროვე სამყაროში ცხოვრობენ: სხედან ოფისებში, ბარებში, ავტობუსებში. ამის შესახებ Artnews-ი წერს.
როგორც თავად მხატვარი ამბობს, ამ პროექტზე უკვე ნახევარი წელია მუშაობს და მისი საყვარელი ნაწილი ამ საქმეში, ფერწერის გმირების ოფისებში წარმოდგენაა.