კობახიძემ სარკეში ჩაიხედოს და დაინახავს, ვინაა გოიმი – ელისაშვილი

სარკეში ჩახედვასა და იქ გოიმის დანახვას ურჩევს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

„კობახიძემ სარკეში ჩაიხედოს და დაინახავს, ვინაა გოიმი“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ალეკო ელისაშვილმა.

„სამოქალქო მოძრაობის ლიდერმა ეს რჩევა მმართელი პარტიის აღმასრულებელ მდივანს მისცა იმ კომენტარის საპასუხოდ, რაც კობახიძემ ოპოზიციონერი ბოკერიას მისამართით გააკეთა.

„საქართველოში არ არის ადამიანი, ვინ არ იცის, რა არის გოიმობა. გიგა ბოკერია არის N1 გოიმი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, გუშინ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე განაცხადა, რომ მას არ ახსოვს „ასეთი მარგინალი და გოიმი ოპოზიცია საქართველოს ისტორიაში“. ოპოზიციამ მის ამ განცხადებას უწოდა „გოიმობა“.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.