კონგრესმენი ოლსონი: “რა საერთო აქვს ოსკარს და ოლიგარქ ივანიშვილს? ორივე თოჯინაა, რომელიც ანაგვიანებს საკუთარ სახლს”

კონგრესმენ პიტ ოლსონის მორიგი “ტვიტი”. 

“რა საერთო აქვს ოსკარს და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? 

ორივე თოჯინაა, რომელიც ანაგვიანებს საკუთარ სახლს…

დღეს კონგრესის ტრიბუნა დაეთმო საქართველოს მხარდაჭერას მოთხოვნით – დამთავრდეს კორუმპირებული საქართველოს მთავრობა და რუსული გავლენა”, – წერს გავლენიანი ამერიკელი კონგრესმენი, პიტ ოლსონი ტვიტერზე. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამერიკელი სენატორები თუ კონგრესმენები, ივანიშვილის რეჟიმს მწვავედ აკრიტიკებენ. 

ვაშინგტონიდან ივანიშვილის რეჟიმის კრიტიკა განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც ოლიგარქმა საქართველოს მოქალაქეები და საერთაშორისო საზოგადოება მოატყუა – უკან წაიღო თავისი დანაპირები არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. 

პიტ ოლსონამდე, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრებია, რასაც საქართვრლოს მეგობართა ჯგუფის რამდენიმე მწვავე წერილი და ცალკეული სენატორებისა თუ კონგრესმენების მკვეთრი განცხადებები მოჰყვა. 

ყოველივე ამას თან დაერთო გავლენიანი ვოლ სტრით ჯორნალის სარედაქციო სტატია, სადაც უკვე ივანიშვილის ანგარიშების გაყინვაზე იყო საუბარი. 

რამდენიმე დღის წინ კი, ივანიშვილის რეჟიმი მწვავედ გააკრიტიკეს ევროპარლამენტშიც. 

შეიძლება ითქვას რომ ასეთი საერთაშორისო შტურმი და კონკრეტიკა საქართველოს არც ერთი ხელისუფლების წინააღმდეგ არ ყოფილა. 

შეგახსენებთ რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია, რომლის მიტაცებაც აქვს გადაწყვეტილი პუტინის მარიონეტ ოლიგარქ ივანიშვილს.

https://presa.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.