კონგრესმენი პეტ ოლსონი: საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს

duuvnsfzy4157am.jpg

„საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს,“ – ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკას კიდევ ერთი კონგრესმენი პიტ ოლსონი უერთდება. ამის შესახებ ის საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

მისი განცხადებით საქართველოს ხელისუფლება სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სისასტიკესა და მტრობაში არის ჩართული.

„ვეთანხმები ჩემს კოლეგა კონგრესმენ კინზინგერს. საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს, იყენებს სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სასტიკ მეთოდებს და უპირისპირდება ამერიკულ ინვესტიციებს, რომლებიც ორივე ქვეყანას დაეხმარებოდა. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს,“ – წერს პეტ ოლსონი.


0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.