კონგრესმენი ჯერი კონოლი: კონგრესში დიდი მზაობაა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ასამოქმედებლად – იმ უკანონო ქმედებების გამო, რასაც ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებენ

ჯერი კონოლი

ჯერი კონოლი

დემოკრატმა კონგრესმენმა, ჯერი კონოლმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობრივი ურთიერთობების თემაზე „ქრონიკასთან“ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ამერიკელი კანონმდებელის მიიჩნევს, რომ კონგრესის მხრიდან ბოლო წლებში საქართველოსადმი მხარდაჭერა გაზრდილია.

„ვფიქრობ, რომ კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიული მშენებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ მზარდია, ასევე მზარდია შეშფოთება რუსეთის მიერ თქვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის მიმართ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში, კონგრესში დიდი მზაობაა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების მიმართ იმ უკანონო აქტივობების გამო, რასაც ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებენ და მეორეს მხრივ, მზაობა დიდი საქართველოს დასახმარებლად თავდაცვისა და ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად, და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართ კონგრესის მხარდაჭერა ბოლო წლებში მზარდია. საბიუჯეტო კანონპროექტში მოხვედრილ ტექსტთან დაკავშირებით, პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ მსგავსი შინაარსის პირობები საგარეო დახმარებებთან დაკავშირებით უჩვეულო არი არის, კონგრესს მსგავსი რამ ისტორიულად ხშირად გაუკეთებია, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო მიზანშია ამოღებული ასე რომ ვთქვათ. მე საგარეო დახმარებების შესახებ კანონების მომზადებაში 40 წელია ვმონაწილეობ და გეტყვით, რომ მსგავსი სიტყვები ხშირია საკანონმდებლო აქტის პროექტებში“ – განაცხადა კონგრესმენმა.

კონგერსმენ კონოლის აზრით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები დემოკრატიული სიმწიფის გზაზე გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯია, რომლითაც საქართველომ დაარწმუნა მეგობრები ვაშინგტონში, რომ ქვეყანა მყარად დგას დემოკრატიული განვითარების გზაზე.

„ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა კონგრესში, თქვენი ქვეყნის მეგობრებს შორის შეშფოთება გამოიწვიეს და ეს პირობაც ამის შედეგია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველომ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით, დაარწმუნა საკუთარი მეგობრები შეერთებულ შტატებში, რომ ის დემოკრატიის გზაზე მყარად დგას სწორედ ამიტომ, მჯერა, რომ საქართველო ხსენებულ პირობებს დააკმაყოფილებს. ვაშინგტონში მაღალი შეფასება მიეცა განხორცილებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს უფრო წარმომადგენლობით და პროპორციულ საარჩევნო გარემოს შექმნას საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ეფექტიანი ნაბიჯი დემოკრატიული სიმწიფის გზაზე, ჩვენ გვსურს ვნახოთ, რომ ამ სისტემაში ყველას ხმა იქნება სათანადოდ შესმენილი და განსხვავებული აზრები – გათვალისწინებული. ამ თვალსაზრისით, ჩვენ პრობლემები საკუთარ ქვეყანაშიც გვაქვს, თუმცა ეს ღირებულებები დემოკრატიული საზოგადოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია წინსვლისთვის. რაც უფრო მეტ დემოკრატიულ სტრუქტურებსა და პრაქტიკას შეიძენს საქართველო, მით უფრო თვალსაჩინო კონტრასტს შექმნის ის პუტინის რუსეთთან მიმართებაში, თქვენ იქნებით სანიმუშო საშიშ რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის, ეს მოითხოვს პოლიტიკურ ნებას, მოსახლეობის გამბედაობასა და ამას საქართველოს ორივე ასპექტს აჩვენებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი მოდელია, რომელსაც დასავლეთისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერა გააჩნია. საქართველოს საბჭოთა ისტორიის გათვალისწინებით, მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და ვფიქრობ, ეს წარმოადგენს ქართველი ხალხის ძლიერ ხმას, რომ ისინი პატივს სცემენ ერთმანეთის განსხვავებულ აზრებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში“ – განაცხადა კონგრესმენმა კონოლმა.

კანონმდებელმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე მეტი ამერიკული ინვესტიცია უნდა წაახალისოს.

„საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ ვაშინგტონში არსებობს ნიადაგი ამ იდეის განსახორციელებლად, რისი მხარდამჭერიც ვარ. საქართველომ ამ იდეის ხორცშესხმისთვის უნდა წაახალისოს მეტი ამერიკული ინვესტიცია საკუთარ ტერიტორიაზე, რაც ისტორიულად შემიძლია ვთქვა, რომ ენდემურია. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს საქართველოს მხრიდან საგარეო ინვესტიციების დაცვის გარანტიების არსებობას“ – აღნიშნა კანონმდებელმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.