კონგრესში საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესია განიხილეს

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსეთის აგრესია განიხილეს.

კანონმდებლებს რამდენიმე მომხსენებელი ჰყავდათ მიწვეული. მათ შორის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუციის ევრაზიის რეგიონული პროგრამების დირექტორი, რომელმაც რეკომენდაცია მისცა კანონმდებლებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრონ.

მოსმენაზე შეეხნენ ოკუპირებულ რეგიონში პასპორტიზაციას, მცოცავ ანექსიას და საზღვრის მუდმივი გადმოწევის საკითხს. განხილული იყო ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს და უკრაინის ინტეგრაციის შესაძლებლობა. ასევე ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივა. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.