კორნელი: მთავრობამ არაერთი სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო…საქართველო არასტაბილურ ქვეყანად იქცა

„კავკასიისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის” დირექტორი სვანტე კორნელი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. 

კორნელი ამბობს, რომ საქართველო მზარდად არასტაბილურ ქვეყანად იქცა.

„საქართველო არ მიდის მიმართულებით, რომელიც მას უფრო სტაბილურ, უფრო განვითარებულ და უფრო თავისუფალ ქვეყნად აქცევს. პირიქით, მე ვშიშობ, რომ საქართველო მზარდად არასტაბილურ ქვეყანად იქცა. მთავრობამ არაერთი სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან, გამოკითხვები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო მოსახლეობის უკმაყოფილება სწრაფად იზრდება“, – განაცხადა კორნელმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.