კორონავირუსთან ბრძოლისთვის ევროკავშირი საქართველოსთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს

კორონავირუსთან ბრძოლისთვის ევროკავშირი საქართველოსთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, თანხა კორონავირუსის გავლენის შემცირებასა და სოციალურ-ეკონომიკური შედეგების გამოსწორებას მოხმარდება.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას თვითერზე გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა მათ. 

“ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან გამოჩენილ სოლიდარობასა და დახმარებას საქართველოსთვის Covid 19 – თან ბრძოლაში.  მადლობას ვუხდით ევროკავშირს, 20€ მილიონზე მეტი თანხის გამოყოფისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავლენის შემცირებასა და სამედიცინო აპარატურების შესყიდვას მოხმარდება, ხოლო €70 მილიონზე მეტი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრელად გადამისამართდება,” – წერს ზალკალიანი. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.