კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსული რეზოლუციის პროექტი – სანქციების მოხსნის შესახებ, დაიბლოკა.
„შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა, უკრაინამ, საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაბლოკა რუსული რეზოლუციის პროექტი სანქციების მოხსნის შესახებ, რაც ხელს უშლის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, – წერია გაეროში რუსეთის მუდმივი მისიის ვებგვერდზე.
რეზოლუციის პროექტის ჩავარდნის გამო, ოფიციალური მოსკოვი ახსნა-განმარტებებს ითხოვს იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც ეს პროექტი დაბლოკეს.
თუმცა, რუსული მხარე ვებრგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ საქართველომ დ უკრაინამ „თავი არ შეიწუხონ“ ახსნა-განმარტებებით, რადგან „მათი პოლიტიზირებული არგუმენტები არაფრის მომცემია“.
ცნობისთვის, სანქციების მოხსნის შესახებ რეზოლუციას, რუსეთის ფედერაციის გარდა, 28 თანაავტორი ქვეყანა ჰყავდა.