კორონავირუსის სამკურნალოდ შექმნილი პრეპარატით ვაშინგტონის შტატში 35 წლის მამაკაცი განიკურნა

კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის – “რემდესივირის” კლინიკურმა ცდებმა,რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა, ეფექტური შედეგები აჩვენეს. ამერიკული ბიოტექნიკური კომპანია, რომელმაც ეს პრეპარატი შექმნა,მის დაჩქარებულ წარმოებას აპირებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრეპარატის კლინიკური ცდების პირველი ოფიციალური შედეგები შემდეგ თვეში იქნება ცნობილი.

თუმცა მას რიგ ქვეყნებში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სამკურნალოდ, მათი ნებართვით ექიმები უკვე იყენებენ და როგორც ცნობილია, პრეპარატი „რემდესივირი“ პაციენტებზე დადებითად მოქმედებს. აღნიშნული პრეპარატით ჩატარებული კურსის შემდეგ აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში 35 წლის მამაკაცი განიკურნა.

„გარდიანის“ ცნობით, ამერიკელი ინფექციონისტები სწორედ ამ პრეპარატზე ამყარებენ იმედს და ამბობენ, რომ პრეპარატი ადამიანის ორგანიზმში ვირუსის გავრცელებას ხელს უშლის.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია