კორონავირუსის საფრთხეებთან ბრძოლაში აშშ-ს მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა

კორონავირუსის საფრთხეებთან ბრძოლაში აშშ-ს მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა. ტრენინგები ჩატარდა ვირუსის სწორ იდენტიფიცირებასა და მეთვალყურეობაში. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

“აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოში მათი კოლეგების მრავალწლიანი თანამშრომლობა ეხმარება საქართველოს COVID-19-ის საფრთხეებთან ბრძოლაში. უახლესი ტრენინგების ფარგლებში, COVID-19-ის სწორ იდენტიფიცირებასა და მეთვალყურეობაში, ასევე, ინფექციის პრევენციასა და კონტროლის პრაქტიკებზე, საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა.

ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას ქართველი ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად”, — წერია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 81 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 13 გამოჯანმრთელდა. გაიზარდა კარანტინში მყოფი პირების რიცხვიც და ის უკვე 4 505-ია, ხოლო სტაციონარში 247 პაციენტი რჩება.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია