კორონავირუსს მსოფლიოში 4 983 ადამიანი ემსხვერპლა, 134 769 დაინფიცირდა, 70 387 კი გამოჯანმრთელდა – უახლესი ინფორმაცია

ახალი კორონავირუსით მსოფლიოში 4 983 ადამიანი გარდაიცვალა, 134 769 დაინფიცირდა, 70 387 კი გამოჯანმრთელდა.

ჩინეთში ვირუსს 3177 ადამიანი ემსხვერპლა, 64 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში ვირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, სადაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 1016-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის კორონავირუსი მსოფლიოს 127 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.


0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.