“კორუფციის დაბრუნება არის ყველაზე უარესი რაც ივანიშვილმა გაუკეთა საქართველოს” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ კორუფციის დაბრუნება არის ყველაზე უარესი რაც ივანიშვილმა გაუკეთა საქართველოს.

სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ამას ივანიშვილს ქართველი ხალხი არ შეარჩენს.

“კორუფცია არის ხალხის დამცირება, ეროვნული ღირსების შელახვა, მთელს რეგიონში და მსოფლიოში თავის მოჭრა”- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა ოდესიდან გაავრცელა:

მისივე განცხადებით, მას ერთ-ერთმა ბიხნესმენმა უთხრა, რომ ბათუმში მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ მას ქრთამი მოსთხოვეს.

“ამერიკელი ბიზნესმენი შემხვდა დღეს, რომელსაც უკრაინასა და საქართველოში პროდუქტი შემოაქვს, მითხრა, რომ თვქენ დროს საქართველოში სამოთხე იყო, ეს გაგრძელდა მომდევნო 2-3 წელი, ახლა კი ინტენსიურად იღებენ საბაჟოზე ქრთამებს.

ბათუმელმა დეველოპერმა მითხრა, რომ თბილისში კორპუსის აშენებისთვის კალაძეს ფული გადაუხადა და საერთოდ, კალაძე ფულს იღებს ყველა სამშენებლო ნებართვიდან.
ამას იმიტომ გიყვებით, რომ ახლა ბევრი დისკუსიაა, უნდა შერჩეთ თუ არ უნდა შერჩეთ. აქ არის ერთი ლაზჟი, რომელსაც კიეველები სააკაშვილის პლაჟს ეძახიან. ის მიტაცებული ჰქონდა კიეველ ბიზნესმენს, როცა გავხდი გუბერნატორი, ბულდოზერებით ჩამოვხსენი ღობე და გავუხსენი ხალხს.

უფრო სამართლიანი იქნებოდა რომ გვეთქვა, ყველას ყველაფერი უნდა შერჩეს, ეს პლაჟი უნდა იყოს ოლიგარქის საკუთრებაში, სამართლიანი უნდა იყოს თუ არა ის, რომ ივანიშვილს შერჩეს ბოტანიკური ბაღი, რომლის დიდი ნაწილიც მიიტაცა? სამართლიანი იქნება თუ არა, რომ ივანიშვილს შერჩეს დენდროპარკი, რომელიც ამოთხარა, მთელი საქართველო გადათხარა? თუ სამართლიანი იქნება ის რომ ეს დაუბრუნდეს ქართველ ხალხს და მაგალითად ზღვა დაუბრუნდეს თავის ნაპირებს და არა ისე როგორც ივანიშვილმა მიიყვანა თავის სახლთან და მიწა დაფარა”- აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, კორუფციაში ჩართული მინისტრები და პარლამენტარები “სიბინძურეში ცხოვრებას” გვაჩვევენ.

“თქვენ სუნი არ გაწუხებთ?! ამავე დროს გვიყვებიან სისულელეებს, რომ ბოროტი სააკაშვილი მოვა და ყველას ყველაფერს წაართმევს. ბიზნესი ხელშეუხებელია – ზიზნესს არავინ უნდა შეეხოს. მაგრამ ოლიგარქების მიტაცებული ქონება უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ამ ხალხმა სამართლიანი, საერთაშორისო მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი” – დასძინა სააკაშვილმა.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.