კოსმოსში პირველი სასტუმრო გაიხსნება

პროექტის სახელწოდებაა Aurora Station-ი. როგორც მოსალოდნელია, 6 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის წევრები კოსმოსში 12-დღიან მოგზაურობას შეძლებენ.

სადგურის მგზავრები ამ პერიოდს უწონადობაში გაატარებენ და 322 კილომეტრის სიშორიდან დედამიწის ხედებით დატკბებიან.

გარდა ამისა, ისინი სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ისარგებლებენ.

პროექტის ხელმძღვანელის თქმით, ძვირადღირებული სასტუმრო პირველი სტუმრების მიღებას 2022 წლისთვის შეძლებს.

12-დღიანი მოგზაურობის საფასური 9,5 მილიონი დოლარი იქნება. მანამდე კი სტუმრებს 3-თვიანი სწავლების გავლა მოუწევთ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.