კრემლის პასუხი გერმანიას: ნოვიჩოკი საქართველოსა და აშშ-ში მზადდება და არა რუსეთში – ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი?

გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკით მოწამლეს, რუსეთი საპასუხო ბრალდებებით პასუხობს.

ლაბორატორიები რომელშიც ქიმიური ნივთიერება ნოვიჩოკი მზადდება, საქართველოსა და შეერთებულ შტატებში მდებარეობს – ამის შესახებ დუმის დეპუტატმა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ იური შვიტკინმა რუსულ მედიასთან ისაუბრა.

ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ტერიოტორიაზე მსგავსი სახის ქიმიური ნივთიერებას არ ვამზადებთ. როგორც ვიცით მსგავსი ტიპის ქიმიურად მომწვალელი საშუალება საქართველოსა და შეერთებული შტატების ლაბორატორიებში მზადდება, – ამბობს დეპუტატი ინტერვიუში.

კრემლის ბრალდებებზე საქართველოს საგარეო უწყებას პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია.

ცნობისთვის, გერმანიის მთავრობის ცნობით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლესნოვიჩოკით მოწამვლა ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა დაამტკიცა და ამაში ეჭვი გერმანიას არ ეპარება.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკვე ხვდება მინისტრებს, რათა განიხილონ ყველა ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც მოწამვლის დადასტურების შემთხვევაში გეგმავდნენ. 29 აგვისტოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა თქვა, რომ ბერლინი მზადაადიპლომატიური სანქციები დაუწესოს მოსკოვს, თუ დადგინდება, რომ ალექსეი ნავალნის მოწამლვაში რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტები იყო ჩართული

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი 20 აგვისტოს მოათავსეს

ნავალნის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მისი ცუდად გახდომის დღიდან ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიციონერი პუტინის დაკვეთითაა მოწამლული. მეორე მხრივ, კრემლი ყოველთვის უარყოფდა ამ ბრალდებას.

ცნობისთვის, ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც 21 აგვისტოს ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა და მოსკოვს ნავალნის გერმანიაში გაშვებისკენ მოუწოდა.

ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამვლა პირველი შემთხვევა არაა. 2018 წლის მარტს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულია სკრიპალის სოლსბერიში მოსაწამლად სწორედ ნოვიჩოკი გამოიყენეს.

“მთავარი”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.