კრემლი საქართველოს მთავრობას აფრთხილებს – ვალდებული ხართ, დაიცვათ რუსეთის დელეგაციის უსაფრთხოება

ოფიციალური მოსკოვი საქართველოსგან ითხოვს, შეასრულოს ვალდებულება, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ და დაიცვას იმ დელეგაციების უსაფრთხოება, რომლებიც 14-15 მაისს თბილისში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე უნდა ჩამოვიდნენ- მათ შორისაა რუსეთის დელეგაციაც, რომელსაც როგორც წესი, სერგეი ლავროვი თავმჯდომარეობს.

რია ნოვოსტისთან საუბარში საგარეო უწყების წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მოეწყოს პროვოკაციები. საგარეო სამინისტროს მაღალჩინოსნის განცხადებით, თბილისმა თავად უნდა გაარკვიოს როგორ გამოიყენებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არსებულ კანონს, თუმცა რუსი დიპლომატის განცხადებით, საქართველოს აქვს ვალდებულება, რომ სტუმარი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.