კრიშტიანუ რონალდუს “ორწლიანი პატიმრობა” და €18.8-მილიონიანი ჯარიმა მიუსაჯეს

მადრიდის რეალის კაპიტანს, კრიშტიანუ რონალდუს გადასახადების თავიდან არიდებისთვის ესპანეთის სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ესპანეთში კანონდარღვევის პირველად შემთხვევაზე 2 წლამდე პატიმრობა პირობითი სასჯელის ხასიათს ატარებს, ამიტომაც ნაკლებ სავარაუდოა, რომ რონალდუს საპატიმროში თუნდაც ერთი დღის გატარება მოუწიოს.

რონალდუს პროკურატურა €14.7 მილიონი ევროს ოდენობით გადასახადების დამალვისთვის ედავებოდა.

33 წლის ფეხბურთელის ქონება $450 მილიონად არის შეფასებული.

commersant.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.