კუბილიუსი: გვქონდა ორი შემთხვევა, როცა აშშ-მა სანქცია დაუწესა ოლიგარქებს და კორუმპირებულ ადამიანებს

ევროპარალამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე “ფორმულასთან” საუბრობს. მისი თქმით, თუ დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში საფრთხეზე შეექმნება, მაშინ ევროკავშირის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

“უნგრეთი განსაკუთრებული შემთხვევაა. ის ევროკავშირის წევრია და არსებობს შეშფოთება დემოკრატიის სტატუსთან დაკავშირებით. ეს ჰქმნის დამატებით ხაზგასმას როგორ უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა ორგანიზაციის შიგნით და მის გარეთაც, მაგალითად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში. დემოკრატია არის უმთავრესი სიტყვა მხარდაჭერის გასაწევად ისეთი ქვეყნებისთვის როგორიცაა საქართველო. თუ იქნება მტკიცებულება რომ დემოკრატია უკან იხევს და სასამართლო ისევ პოლიტიზირებულია, ის გავლენას იქონიებს იმ ინსტრუმენტებზე, რაც ევროკავშირს აქვს საქართველოსთვის”,-აცხადებს კუბილიუსი. 

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია დასავლეთმა საქართველოს მისამართით პერსონალური სანქციები აამოქმედოს, კუბილუსის თქმით ეს შესაძლებელია. თანაც არა მხოლოდ ევროპისგან, არამედ ამერიკისგანაც.

“სანქციების საკითხების დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ყურადღება უნდა გამახვილდეს არამხოლოდ ევროპულ სანქციებზე, არამედ ამერიკულ სანქიცებზეც. ბოლო დროს გვქონდა ორი შემთხვევა, როცა აშშ-მა სანქცია დაუწესა არა პოლიტიკოსებს, არამედ ოლიგარქებს და კორიმპირებულ ადამიანებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ერთი იყო ლატივიაში და მეორე ბულგარეთში, რითაც აჩვენეს რომ პერსონალური სანქციები შესაძლოა ეფექტურად განხორციელდეს”, – აცხადებს კუბილიუსი.

“ფორმულა”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.