ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ლარი, უკვე გადასცდა იმ კრიტიკულ ნიშნულს, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება.

,,მე, ვთქვი ათი დღის წინაც, რომ 3.10 ნიშნულს თუ კი მიაღწევდა, პროდუქციის გაძვირება იქნებოდა გარდაუვალი და არა მოსალოდნელი. ეს იყო მაქსიმალური კურსი, რისი აღებაც შეეძლოთ ბიზნეს ოპერატორებს. დღევანდელი კურსიდან გამომდინარე შესაბამისად გაძვირებასაც უნდა ველოდოთ ოქტომბრის დასაწყისიდან და მეორე ნახევარში განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება. მით უფრო, იმ ფონზე, როცა სხვა პერსპექტივაც კი არ ჩანს, რომ ლარი გამყარდება. ერთ და ორ დღეში გაუფასურება რომ პროდუქციის ფასზე არ აისახა, ეს არ ნიშნავს, რომ ასე იქნება გრძელვადიან პერსპექტივაშიც“-განაცხადა ივა ჭყონიამ.

BPN.GE

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.