ლეგენდარული მოცურავე შვეიცარიაში მიიწვიეს საასპარეზოდ!!!

ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო სრუტეთა ახალი, უნიკალური კოლხური წესით გადაცურვის ფუძემდებელი, რომელსაც სი-ენ-ენ-მა უწოდა ადამიანი-დელფინი, ხოლო მსოფლიო მასმედიამ შეარქვა დარდანელის გმირი და წყლის პრომეთე, ზედიზედ, უკვე მეორედ, ოფიციალურად მიიწვიეს ოუშენმენის (Oceanman) მსოფლიო ჩემპიონატის შვეიცარიის ეტაპზე საასპარეზოდ.

ღია წყალზე მოცურავე მსოფლიო გრანდებთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი იცურავებს 16 აგვისტოს „მასტერს 70+“ ასაკობრივ კატეგორიაში. ცნობილია მისი სარეგისტრაციო ნომერიც: 9765998. შეჯიბრება გაიმართება ალპების უდიდეს ჟენევის (ლემანის) ტბაში (შვეიცარია, საფრანგეთი).

ჰენრი კუპრაშვილი არის პირველი ქართველი მოცურავე, რომელიც ამ უაღრესად პრესტიჟულ ასპარეზობაში უკვე მეორედ მიიღებს მონაწილეობას. შარშან თავის ასაკობრივში პირველი ადგილი დაიკავა. იმედია წელსაც გაიმარჯვებს.

ყველა ხარჯს (რეგისტრაცია, ბილეთი, სასტუმრო და სხვ.), როგორც შარშან, წელსაც ფარავს ასპარეზობის ორგანიზატორი მხარე.

ორგანიზატორების მიერ ჯერ კიდევ შარშან შექმნილი სარეკლამო ფოტოები.

P.S. ღია წყალზე მოცურავეთათვის Oceanman (ოკეანის კაცი) არის IRONMAN-ის (რკინის კაცი – 3.86 კმ ცურვა, 180.25 კმ. ველოსიპედი, 42.2 კმ. სირბილი) ანალოგი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია