ლევან ხაბეიშვილი: „დედაქალაქის მთავრობას და უმრავლესობას ორშაბათამდე ვაძლევ ვადას”

გუშინ ჩატარებულ საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დედაქალაქის მთავრობას და უმრავლესობას ორშაბათამდე მისცა ვადა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს კორუფციის მიმართულებით ნასამართლევი პირები და გამგებელი, რომელზეც სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
„კონკრეტულად სისხლის სამართლებრივი კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება – სიცოცხლის მოსპობის ან ქონების განადგურების მუქარა. ასეთ გამგებელს, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურას საქმე აქვს აღძრული, თქვენ მხარი დაუჭირეთ. ახლა მე არ დავასახელებ იმ კონკრეტულ გამგებელს, არც იმათ, რომლებიც კორუფციის მიმართულებით არიან ნასამართლევი. ორშაბათამდე დედაქალაქის მთავრობას და უმრავლესობას გაძლევთ გონივრულ ვადას, მიიღოთ გადაწყვეტილება და ეს ადამიანები ჩამოაშოროთ თანამდებობას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მოგვიანებით სხდომაზე ხაბეიშვილის ამ განცხადებას თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ უპასუხა. მისი თქმით მას ამაზე ინფორმაცია არ გააჩნია

„საქმე რომ აღძრულია, არ ნიშნავს, რომ უნდა გავათავისუფლოთ. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, გეცოდინებათ ეს რას ნიშნავს. საკითხს ასე ნუ გვიყენებთ, რომ ორშაბათამდე გაქვთ დრო. რა ხდება ამ ორშაბათს, იქნებ მითხრათ, მეც ვიცოდე“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.