ლელოს „მარშალის გეგმა“ საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა

ჩვენ ვართ ახალი ძალა, ახალი იმედი.

ჩვენ ვართ ძლიერი გუნდი, რომლის მიზანია თანამედროვე, ეროვნული სახელმწიფოს შექმნა, სადაც უზენაესი იქნება კანონი და სამართლიანი – სასამართლო, სადაც დაცული, უზრუნველყოფილი და ბედნიერი იქნება ადამიანი.

ჩვენი მიზანია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, ძლიერი საშუალო ფენის შექმნა, საქართველოს გადაქცევა პოლიტიკურ, ფინანსურ, ლოჯისტიკურ და კულტურულ ცენტრად რეგიონში.

ჩვენი მიზანია საქართველოს ყველა კუთხის თანაბარი განვითარება, გლეხის შეძლებულ ფერმერად ქცევა, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა, ევროპული სტანდარტის განათლების და ჯანდაცვის სისტემის შექმნა, ხელოვნებისა და ტურიზმის ახალი კერების დაფუძნება.

ჩვენი მიზანია ადამიანის კეთილდღეობაზე დაფუძნებული ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა

ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება!

მამუკა ხაზარაძე

 
 

ლელოს მოდელი

ეკონომიკა

 

ძლიერი საშუალო ფენა

ძლიერი სახელმწიფო

  • საქართველო გახდება რეგიონის კულტურული, ეკონომიკური, ფინანსური და ლოჯისტიკური ცენტრი
  • ჩვენ შევქმნით ძლიერ საშუალო ფენას; 600.000 ადამიანს ექნება 3000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი
  • გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, გაორმაგდება ეკონომიკა
  • 4 წელიწადში დასრულდება ყველა სტრატეგიული მეგაპროექტი (ანაკლია, ჩქაროსნული მაგისტრალი, საბორნე მიმოსვლა ევროპასთან, რკინიგზის მოდერნიზაცია, ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია)
  • საქართველოს ეყოლება მცირე და ეფექტიანი მთავრობა

ლელოს მოდელი 3.2.1 – 6 მლრდ ლარი ქართულ ეკონომიკას

  • შეიქმნება 3 მილიარდიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის გრძელვადიანი და შეღავათიანი ფინანსური რესურსებით მხარდაჭერას
  • შეიქმნება 2 მილიარდიანი სპეციალური საინვესტიციო ფონდი სახელმწიფო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის
  •  
  • შეიქმნება ინოვაციების სპეციალური საინვესტიციო ფონდი, სადაც მოზიდული იქნება სახსრები 1 მილიარდის ოდენობით და რომელიც ინვესტირებას მოახდენს ახალ ტექნოლოგიებში
  • საქართველოში დაფუძნდება საერთაშორისო სტატუსის მქონე საფონდო ბირჟა და მისი საშუალებით ბიზნესს ექნება მნიშვნელოვან ფულად რესურსებზე წვდომა

 

  • საფონდო ბირჟის მეშვეობით მოხდება საპენსიო ფონდის თანხების ნაწილის რეალურ ეკონომიკაში ინვესტირება და საქართველოს მოქალაქეები გახდებიან კომპანიების თანამესაკუთრეები

 

  • ლელო მოახდენს საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების სისტემურ რეფორმას, რომლის შედეგიც იქნება საკრედიტო რესურსების მკვეთრი გაიაფება
  • სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული კომპანიები ვალდებული იქნებიან ბირჟაზე განათავსონ მათი აქციების მინიმუმ 20% და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს გახდეს ამგვარი კომპანიების თანამფლობელი
  • მოხდება სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაცია, მათი აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსების გზით
  • ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების ინტერესების დაცვისთვის საქართველოში დაფუძნდება საერთაშორისო არბიტრაჟი
  • ბიზნესომბუდსმენს აირჩევს ბიზნესი
  • გადამუშავებული პროდუქციის ექსპორტი გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან
  • სათამაშო ბიზნესი გახდება გამჭვირვალე და სამართლიანად დაიბეგრება, შემოსული თანხა მოხმარდება განათლების სფეროს
  • IT კომპანიები გათავისუფლდებიან გადასახადებისგან 5 წლის განმავლობაში და შეიქმნება მსხვილი პროფესიული განათლების ცენტრები ძლიერი IT მიმართულებით
  • თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისთვის შეიქმნება მათი საქმიანობისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შემცველი ინოვაციური განვითარების ზონები

 

  • შეიქნება ტექნოლოგიური ინკუბატორები

 

  • წახალისდება ექსპორტზე გასატანი პროდუქციის წარმოება
 
 

ლელოს მოდელი

სოფლის მეურნეობა

 

გადავაქციოთ გლეხი

შეძლებულ ფერმერად

  • ქართული პროდუქტი = მაღალი ხარისხის ნიშანს = ევროპის ბაზარს

 

  • თანამედროვე ტექნოლოგიები – საკონსულტაციო ცენტრები – აგრონომი და ვეტერინარი ყველა სოფელს

 

  • ყოველწლიურად გადამზადდება 100-მდე ახალგაზრდა ფერმერი ჰოლანდიის, შვეიცარიის და ისრაელის აგრარულ სასწავლებლებში

 

  • გატარდება მიწის რეფორმა – მიწების სრული აღრიცხვა, განკერძოება და კოოპერაციის ხელშეწყობა; არც ერთი გოჯი დაუმუშავებელი მიწა საქართველოში

 

  • ახალი აგრარული ტექნოლოგიებისთვის იარსებებს თანადაფინანსების მექანიზმი, ხოლო ფინანსებზე წვდომა გაუმჯობესდება საგარანტიო ფონდის საშუალებით

 

  • შეიქმნება ფინანსური სტიმულირების პაკეტი მიწის დამუშავებისთვის

 

  • მოხდება სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა და გაფართოება

 

  • ყველა რეგიონში მოხდება სამაცივრე-სასაწყობე ინფრასტრუქტურის შექმნა

 

  • ბიო და ეკო მიმართულება და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება გახდება პრიორიტეტული
 

ლელოს მოდელი – რეგიონული მეგა-პროექტები

ქუთაისი – ლოჯისტიკური და ფინანსური ჰაბი

ანაკლია – კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში

თელავი – ღვინის მსოფლიო დედაქალაქი

ბათუმი – სანაოსნო და საზღვაო ინდუსტრიის ცენტრი

ქართლი – აგრო და ბიო წარმოების ცენტრი

რაჭა-ლეჩხუმი – საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ცენტრი

სამცხე-ჯავახეთი – ისტორიული, ეთნოგრაფიული ტურიზმის ცენტრი

გურია – კულტურული და ტურისტული ინდუსტრიის ცენტრი

სვანეთი, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი – სამთო-სათხილამურო, ალპინიზმის, აგრო და ეთნოტურიზმის ცენტრი

 
 

ლელოს მოდელი

ტურიზმი

 

საქართველო

მიმზიდველი ქვეყანა წლის ყველა დროს

  • გასტრონომიული და ღვინის ტურიზმი
  • საფესტივალო ტურიზმის ცენტრი
  • ბიო და ეკო ტურიზმი
  • საქართველო სამედიცინო და ბალნეოლოგიური ტურიზმის ქვეყანა
  • კონგრეს-ტურიზმი (MICE)
  • შიდა მცირე ავიაცია
  • სამთო-სათხილამურო ტურიზმი
  • საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ისტორიული, კულტურული ტურიზმი
  • საცხენოსნო ტურიზმის განვითარება
 
 

ლელოს მოდელი

ჯანმრთელობა

 

ადამიანი ქვეყნის სიმდიდრეა

  • ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა თითოეულ მოქალაქეს
  • ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტი ყველას
  • ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე ზრუნვა
  • ჯანდაცვის სისტემის სტრუქტურული და მართვის რეფორმა
  • სამედიცინო განათლების რეფორმა და უწყვეტი სამედიცინო განათლება
  • სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევა კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობით
  • ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა და დემონოპოლიზაცია
  • პირველადი ჯანდაცვის განვითარება
  • საქართველო – სამედიცინო ტურიზმის და ბალნეოლოგიური ცენტრი
 

ლელოს მოდელი – სოციალური პოლიტიკა

 

ლელოს ხედვა სოციალურად
დაუცველთა დასახმარებლად

 

ვქმნით სოციალურად სოლიდარულ საზოგადოებას

  • დასაქმების შემთხვევაში ბენეფიციარს ორი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება სოციალური დახმარება
  • სოციალური რეესტრის შექმნა – ერთიანი სისტემა სოციალურად დაუცველი ოჯახების სამართლიანად დახმარებისთვის
  • ყველა სოციალურად დაუცველს ექნება სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტი
  • პროფესიული გადამზადების კურსებს სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სახელმწიფო დააფინანსებს

ლელოს ხედვა შშმ პირებისთვის

 

საქართველო – ქვეყანა ბარიერების გარეშე

 
  • შშმ პირის ან შშმ პირის მშობლის ხელფასი 1500 ლარამდე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან
  • შშმ პირის დასაქმების შემთხვევაში ბიზნესს დაუწესდება შეღავათები
  • საჯარო სამსახურში გაიზრდება შშმ პირების დასაქმების
    შესაძლებლობები
  • სამედიცინო მოდელიდან სრულად გადავალთ სოციალურ მოდელზე
 

ლელოს ხედვა პენსიონერებისთვის

 

ხანდაზმულთა კეთილდღეობა ჩვენი ვალდებულებაა

  • არცერთი მარტოხელა მოხუცი სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე
  • ხარისხიანი სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტით ისარგებლებს ყველა პენსიონერი
  • დაზღვეული იქნება სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ხარჯები – პენსია 400 ლარი
  • პროექტი „თაობა თაობისთვის” – პენსიაზე გასვლის შემდეგ 3 წლის განმავლობაში პენსიონერს შეუძლია გახდეს ახალგაზრდა თანამშრომლის მენტორი. მას ექნება ხელფასი და შეუნარჩუნდება პენსია. პროექტში ჩართულ კომპანიებს ენიჭებათ შეღავათები
  • პენსიონერის ბარათი „65+” (უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 50%-იანი ფასდაკლება სახელმწიფო თეატრებსა და კულტურულ დაწესებულებებში)

ლელოს ხედვა ვეტერანებისთვის

 

სამშობლოს დამცველი – დაცული ვეტერანი

  • ვეტერანთა სუბსიდიის გაათმაგება
  • ვეტერანის წლიური შემოსავალი 6000 ლარამდე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან
  • სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტით ისარგებლებს ყველა ვეტერანი
  • „ვეტერანის ბარათი“ (უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 50%-იანი ფასდაკლება სახელმწიფო თეატრებსა და კულტურულ დაწესებულებებში)
 

ლელოს მოდელი – განათლება

განათლება – კეთილდღეობის საფუძველი

  • ქართული განათლება = ევროპულ განათლებას
  • თანამედროვე და უსაფრთხო სკოლა
  • მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლება
  • ოჯახის თანამონაწილეობა სკოლის მართვაში
  • სკოლის დეპოლიტიზება
  • სკოლის საკადრო, ფინანსური და ლოჯისტიკური დეცენტრალიზაცია
  • პროფესიული სასწავლებლები – ბიზნესისა და სახელმწიფოს ინეტერესი
  • ბაგა-ბაღების ხელმისაწვდომობა
  • დისტანციური სწავლების დანერგვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების შვილებისთვის
  • უფასო სადოქტორო პროგრამები
  • სამეცნიერო კვლევების წახალისება
  • წამყვანი დასავლური უმაღლესი სასწავლებლების ფილიალების დაფუძნება საქართველოში
 

ლელოს მოდელი – თანასწორობა

ლელოს ხედვა ქალებისთვის

 

ძლიერი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი

  • ქალთა სიღარიბის დაძლევა და მათი ეკონომიკური გაძლიერება
  • მეტი ქალი ქვეყნის მართვის სადავეებთან
  • მეტი მეწარმე ქალი ქვეყანაში
  • შრომის თანაბარი ანაზღაურება
  • ქალთა მიმართ ძალადობასთან უკომპრომისო ბრძოლა
  • ქალთა გაძლიერებაზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემა
  • შშმ ქალებისთვის გენდერულად მგრძნობიარე სამედიცინო მომსახურება
 

ლელოს ხედვა უმცირესობების უფლებებისთვის

 

საქართველოს სიმდიდრე მის მრავალფეროვნებაშია

  • ეთნიკური უმცირესობების აქტიური ჩართვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში
  • ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა
  • ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა

კონსტიტუციიდან რეალობამდე

  • კანონის წინაშე ყველა ადამიანი, ნებისმიერი განმასხვავებელი ნიშნის მიუხედავად, იქნება თანასწორი – კონსტიტუციური თანასწორობა გახდება რეალური
 

ლელოს მოდელი – ახალგაზრდობა

საქართველო – ახალი შესაძლებლობების სახელმწიფო

„პირველი სამსახური” – გარანტირებული ანაზღაურებადი სტაჟირება 6 თვით სწავლის დასრულებისთანავე

„პირველი სახლი” – 100 მილიონი ლარი ყოველწლიურად ახალგაზრდა ოჯახების ბინით უზრუნველყოფისთვის

ახალგაზრდული ბარათი „25” (უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 50%იანი ფასდაკლება სახელმწიფო თეატრებსა, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში)

სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება

„პირველი სახლი” – 100 მილიონი ლარი ყოველწლიურად ახალგაზრდა ოჯახების ბინით უზრუნველყოფისთვის

 

ლელოს მოდელი – საგარეო პოლიტიკა

საქართველო ევროპულ ოჯახში

  • საქართველოს სწრაფი ინტეგრირება NATO-სა და ევროკავშირში
  • საქართველო – ევროპისა და აზიის შემაკავშირებელი კარიბჭე
  • საქართველო – კავკასიის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი
  • საქართველო – დემოკრატიული სამყაროს საიმედო და აქტიური პარტნიორი
  • საგარეო პოლიტიკა – ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გარანტი
  • საგარეო ვაჭრობის გახუთმაგება და საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკურეკონომიკური კავშირების გაღრმავება მსოფლიოს მასშტაბით
 

ლელოს მოდელი რეგიონული პოლიტიკა და თვითმმართველობა

ყველა სოფელს ქალაქის შესაძლებლობები

  • რეგიონისთვის საჭირო ფული რჩება რეგიონში
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავა იქ არსებული დაურეგისტრირებელი მიწები, აგრეთვე, ტყეების და სხვა ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი
  • რეალური დეცენტრალიზაცია და მუნიციპალიტეტებზე მმართველობის მაქსიმალურად დელეგირება
  • ქალაქის დონის ინფრასტრუქტურა, სერვისები და სამუშაო ადგილები ყველა დიდ სოფელში
  • პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა დასახლებული პუნქტიდან არაუმეტეს 30 წუთის სავალზე
  • ინტერნეტი ყველა სოფელში
  • სასმელი და სარწყავი წყალი ყველა ოჯახს და ყველა სოფელს
 

ლელოს მოდელი – ტრანსპორტი და კომუნიკაცია

ახალი აბრეშუმის გზა
აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფანი

  • საქართველო იქნება აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მოიცავს ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო დერეფანს
  • საქართველო – ციფრული აბრეშუმის გზის ჰაბი
  • საქართველოში შეიქმნება მონაცემთა გაცვლის ცენტრები და განთავსდება წამყვანი საერთაშორისო IT კომპანიების სერვერები
  • საერთაშორისო საზღვაო კომპანიების მიზიდულობის წერტილი და საზღვაო განათლებისა და არბიტრაჟის ცენტრი
  • ჩქაროსნული რკინიგზის განვითარება (ბაქო-ბათუმი, ერევანი-ბათუმი)
  • საქართველო გახდება საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ჰაბი
  • გავაძლიერებთ ეროვნულ სამგზავრო და სატვირთო ავიაგადამზიდავებს

საგზაო უსაფრთხოება

უსაფრთხო გზები – ნაკლები ავტოსაგზაო შემთხვევა

  • გზების დაგეგმარებისას თანამედროვე სტანდარტების გამოყენება და უსაფრთხოების ზომების დაცვა
  • საგზაო უსაფრთხოების წესების სავალდებულო განათლება სკოლებში
  • სკოლებისა და სასწავლო დაწესებულებების წინ უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობა
  • ავტობუსებით საქალაქთაშორისო და ტურისტული გადაყვანების სისტემის მოწესრიგება და უსაფრთხოების გაზრდა
  • ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია – გზებზე სიკვდილიანობის შემცირება მინიმუმ 3-ჯერ
 

ლელოს მოდელი

დევნილებისთვის

 

ვიდრე ჩვენს სახლებში დავბრუნდებით

  • სოხუმამდე პირველი გაჩერება – ქალაქი ანაკლია
  • საკუთრების უფლების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
  • პრიორიტეტულად დევნილების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით
  • დევნილების დასაქმების პროგრამა (პრიორიტეტულად ანაკლიაში)
  • საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ყველა სოფელში სპეციალური სახელმწიფო პროგრამების განხორციელება
 

ლელოს მოდელი

ემიგრანტებისთვის

 

უნდა დაგვიბრუნდეთ

  • ლელო შექმნის წარმატებულ ემიგრანტთა – მეცნიერთა და ბიზნესმენთა – მუდმივმოქმედ საკონსულტაციო საბჭოს ქვეყანაში ინვესტიციების, ცოდნის და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით
  • ლელო გაატარებს ემიგრანტების დაბრუნების და ემიგრაციაში იძულებით წამსვლელთა რიცხვის შემცირების პოლიტიკას
  • ემიგრანტი მოქალაქეების მიმართ სახელმწიფო მფარველობის ეფექტური პოლიტიკის შემუშავება და უზრუნველყოფა
  • სახელმწიფო პროგრამა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შექმნის და მათში ემიგრაციიდან დაბრუნებული პირების დასაქმებისთვის
  • ემიგრაციიდან დაბრუნებული პირების მიერ ბიზნეს საქმიანობის დაწყების შემთხვევაში შეღავათიანი საგადასახადო პირობების შექმნა
  • ემიგრაციიდან დაბრუნებული პირებისთვის სპეციალური იპოთეკური პროგრამები
 

ლელოს მოდელი აფხაზი და ოსი თანამემამულეებისთვის

ერთად უფრო ძლიერები ვართ

  • აღვადგენთ ნდობას და ერთად გავაერთიანებთ საქართველოს
  • სტატუს-ნეიტრალური პირდაპირი დიალოგის დაწყება: ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვის, ეკოლოგიისა და კულტურის სფეროში
  • ანაკლია – თავისუფალი ეკონომიკური ზონა – მიზიდულობისა და საქმის ერთად კეთების ცენტრი
  • ერგნეთის სავაჭრო ზონა – ერთად ვაკეთოთ საქმე
  • რუსეთის გავლენის დაბალანსება ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის გააქტიურებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი და ოსი მოსახლეობის სამედიცინო სადაზღვევო პოლისებით უზრუნველყოფა
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე მედიკოსების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი პროფესიული გადამზადება
  • ეთნიკურად აფხაზი და ოსი აბიტურიენტების ჩართვა საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლით პროგრამებში
 

ლელოს მოდელი – კულტურა

ძლიერი კულტურა – ძლიერი სახელმწიფოს გარანტია

  • ჩვენ დავიცავთ ერის ისტორიასა და იდენტობას – საერთაშორისო სტანდარტით დავიცავთ და მოვუვლით ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს
  • ჩვენ შევქმნით მდგრადი მომავლის წინაპირობას – ხელს შევუწყობთ კულტურის ეკონომიკის განვითარებას, ახალი ბაზრების ათვისებას, მათზე ხელმისაწვდომობას
  • საქართველო – საერთაშორისო საფესტივალო ცხოვრების მიზიდულობის ცენტრი
  • დამოუკიდებელი შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის ხელმისაწვდომი დაფინანსება
  • კულტურის სამინისტროს აღდგენა მართვის თანამედროვე პრინციპებით
  • ყველა რეგიონში კულტურული აქტივობის და მიზიდულობის ცენტრის შექმნა
 

ლელოს მოდელი – სპორტი

საქართველო – ჩემპიონების ქვეყანა

  • სპორტის წარმატებული მართვის მოდელის დანერგვა (ხორვატიის და ესპანეთის მოდელი)
  • მასობრივი სპორტის განვითარება
  • ხელმისაწვდომი სპორტული კომპლექსები და აუზები ყველა დიდ ქალაქში და მუნიციპალიტეტში
  • მოსწავლეებისათვის ცურვის და სამთოსათხილამურო სპორტის გაკვეთილები სახელმწიფოს დაფინანსებით
  • საცხენოსნო სპორტის განვითარება, საქართველოს ჩართვა საერთაშორისო დოღების სისტემაში
  • საქართველო – მსოფლიო ალპინიზმის ცენტრი
 

ლელოს მოდელი

ქართული ჯარი

ძლიერი პროფესიული ჯარი

  • ნატოს სტანდარტის ჯარი
  • საკონტრაქტო პროფესიული სამხედრო სამსახური
  • მაღალი ტექნოლოგიები თავდაცვაში
  • 18-27 წლამდე 6-თვიანი სავალდებულო სამსახური თავდაცვის ძალებში ან 6-თვიანი პროფესიული სტაჟირება თავდაცვის უწყებებში
  • მაღალანაზღაურებადი პროფესიონლი ჯარისკაცი
 

ლელოს მოდელი

სასამართლო

 

სასამართლო: ენდობა მოქალაქე ემორჩილება ხელისუფლება

  • სასამართლოს მართვის გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სისტემა, პოლიტიკური და კლანური გავლენისგან დაცული იუსტიციის საბჭო
  • ახალი სასამართლო – 400 სანდო მოსამართლე მოქალაქეების სამსახურში
  • დროული და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებები
  • საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „მინი სტრასბურგის” ფუნქციის დამატება
 

ლელოს მოდელი – სამართალდამცავი სისტემა

პოლიცია

მე მიცავს ჩემი პოლიცია

  • სამართლიანი და ეფექტური სამართალდამცავი სისტემა
  • პოლიციის სრული დეპოლიტიზება
  • საზოგადოების ნდობით და პატივისცემით აღჭურვილი პატრული, რომელიც ანგარიშვალდებულია ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე
  • შეიქმნება გამოძიების დამოუკიდებელი ეროვნული ბიურო

პროკურატურა

ხალხის სახელით ბრალმდებელი – ხალხის სამსახურში

  • პროკურატურის საკადრო რეფორმა – დეპოლიტიზება
  • პროკურატურისთვის საგამოძიებო ფუნქციის ჩამოშორება
  • პროკურატურისთვის სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ფუნქციის დატოვება

ბრძოლა კორუფციასთან და ნეპოტიზმთან

  • ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში თანამდებობაზე დანიშვნა მხოლოდ სამართლიანი და გამჭვირვალე კონკურსით
  • კორუფცია და ნეპოტიზმი ქვეყნის ღალატის ტოლფასია – ყველა უმკაცრესად დაისჯება
  • ანტიკორუფციული ბიურო გახდება დამოუკიდებელი სტრუქტურა და დაექვემდებარება პარლამენტს
  • პარლამენტში შეიქმნება სამართალდამცავ ორგანოებზე კონტროლის მრავალპარტიული კომისია, რომელშიც ყოველ ფრაქციას თითო წარმომადგენელი ეყოლება

უსაფრთხოების სამსახური

  • სუს-ის ეტაპობრივი რეორგანიზაცია, დეპოლიტიზება
  • უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფოს და არა პარტიის სამსახურში
  • უსაფრთხოების სამსახური აღარ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები უწყება
  • დასრულდება უკანონო მოსმენები და თვალთვალი
  • მივიღებთ ლუსტრაციის კანონს
 

ლელოს მოდელი – სასჯელაღსრულება და პრობაცია

ყოფილი პატიმარი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი

  • მსჯავრდებულთა რესოციალიზაციაზე ორიენტირებული პენიტენციური სისტემა
  • ვადამდე განთავისუფლების ობიექტური და გამჭვირვალე მექანიზმი
  • „კრიმინალური ავტორიტეტების” ინსტიტუტის მოშლა
 
 

ლელოს მოდელი

ნარკოპოლიტიკა

 

ზრუნვაზე და პრევენციაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა

  • ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია
  • ნარკოდამოკიდებულებებისთვის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრები
  • დასჯიდან მზრუნველობა/პრევენციაზე გადასვლა
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
  • ნარკო-რეალიზატორებთან უკომპრომისო ბრძოლა
  • სააფთიაქო ნარკომანიის აღმოფხვრა
 

ლელოს მოდელი – გარემოს დაცვა

ლელოს მწვანე პოლიტიკა
საქართველო – რეგიონის მწვანე ქვეყანა

  • განახლებადი ენერგიის გამოყენება
  • ჰესების მშენებლობა მხოლოდ ევროპული სტანდარტების მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობით
  • ნარჩენების ევროკავშირის სტანდარტების მენეჯმენტი
  • გამკაცრდება რეგულაციები გარემოს დაცვაზე
  • არც ერთი მშენებლობა მწვანე საფარის ხარჯზე
  • 2030 წლამდე სახელმწიფო ავტოპარკი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ეკოლოგიურად სუფთა
 
 

ლელოს მოდელი

მიუსაფარი ცხოველები

 

არცერთი მიუსაფარი ცხოველი ზრუნვის გარეშე

  • ცხოველთა თავშესაფრები ყველა მუნიციპალიტეტში
  • პოპულაციის მართვის პროგრამების დანერგვა მთელი საქართველოს მასშტაბით
  • სანქციების გამკაცრება ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური პროგრამები ცხოველებთან მოპყრობის შესახებ
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.