ლიეჟში, სააკაშვილის და ქართველი ემიგრანტების შეხვედრის ჩაშლის მცდელობა – ერთი-ერთი ორგანიზატორი ოთარ ფარცხალაძის სიძე ზურა გასიტაშვილია

ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილის და ქართველი ემიგრანტების შეხვედრის ჩაშლის მცდელობის, კიდევ ერთი ორგანიზატორი ოთარ ფარცხალაძის სიძე ზურა გასიტაშვილია. ამის შესახებ ინფორმაციას, ”PRESA.GE” აქვეყნებს. ირკვევა, რომ ზურა გასიტაშვილის მეუღლე, ია ფარცხალაძე, ოთარ ფარცხალაძის ახლო ნათესავია. სწორედ ნათესაური კავშირი გახდა გასიტაშვილის პოლიტიკური გააქტიურების საფუძველი. ის ჯერ კიდევ ლიეჟის შეხვედრამდე პოლონეთიდან ცდილობდა ქართული ოცნების პარტიული დავალებების შესრულებას. ”PRESA.GE”-ს ინფორმაციით კი პროვოკაციის ორგანიზატორების ნაწილის დაფინანსება, ანუ მათი ლიეჟში ჩასვლა და დავალებების შესრულება, ქართულ ოცნებას ჯამში 250 ათასი დოლარი დაუჯდა.

“ჩვენ ეს ინფორმაცია მოვიპოვეთ ინფორმაცია, მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ოთარ ფარცხალაძის სიძე აქტიურობდა, ის აგროვებდა ე.წ. ემიგრანტებს იმისთვის, რომ შემდეგ მოეწყოთ პროვოკაციები და ეცადათ ლიეჟის შეხვედრის ჩაშლა. ეს პიროვნება ჯერ კიდევ პოლონეთიდან მართავდა პროცესებს იქამდე ვიდრე დაიწყებოდა ლიეჟის შეხვედრა, ერთ ე.წ. ემიგრანტს აძლევდნენ 150 ევრომდე,”-აცხადებს ”PRESA.GE”-ს დირექტორი, გიორგი კაპანაძე.

pirveliradio.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.