ლოგისტიკა, სასამართლო სისტემა, მიწის საკუთრება, არაკვალიფიციური კადრები – პრობლემები, რომლის გამოც ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოდის

ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით პროგრესი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის. ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ ხელმოწერილი კონტრაქტები აღსრულდება, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებები კი სამართლიანი და დროული იქნება. შესაბამისად, თუ არ გადაიდგა ამ მხრვ ნაბიჯები ინვესტორები საკუთარ ფულს სხვა ქვეყანაში ჩადებენ“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორიმოადგილე ირინა გურული „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ამერიკის ელჩის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას ყველაზე მეტად ხელს სასამართლო სისტემა უშლის. მისი განცხადებით, პოსტკორონა პერიოდში, როდესაც ინვესტიციების მოცულობა ისედაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიკლებს და კონკურენცია გამძაფრდება, თუ სასამართლო რეფორმებს არ გავატარებთ, ძალიან გაგვიჭირდება ინვესტორების მოზიდვისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან კონკურენციაში ჩაბმა.

„ინვესტიციების მოცულობა გასული წლების განმავლობაშიც იკლებდა, ჩვენ როგორც ქვეყანამ ვერ მოვახერხეთ პოზიციონირება ისე, რომ ინვესტიციები მოგვეზიდა. მითუმეტეს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ერთ-ერთი ძირითადი იმედი სწორედ ამაზე იყო დამყარებული, რომ ევროპული ინვესტიციების მოზიდვას შევძლებდით და საქართველოში ერთობლივი საწარმოები დაფუძნდებოდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. დასავლელი პარტნიორები, ისევე როგორც ევროკომისია, ყურადღებას ამახვილებენ კანონის უზენაესობაზე და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, რომელიც უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს, იმისა თუ რატომ ვერ ვიზიდავთ ინვესტიციებს. აღსანიშნავია, რომ ინვესტორებისთვის პოლიტიკური გარემოს და უსაფრთხოების თემების გარდა სასამართლო სისტემას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პოსტ-კორონა პერიოდში, როდესაც ინვესტიციების მოცულობა სავარაუდოდ ისედაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მცირე იქნება, კონკურენცია გამძაფრდება და თუ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს არ გავატარებთ ძალიან გაგვიჭირდება ინვესტორების მოზიდვისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან კონკურენციაში ჩაბმა, იმათთან ვისაც გაცილებით უკეთესი პოზიციონირება აქვთ ამ მიმართულებებით. გარდა სასამართლო სისტემისა, ინვესტიციების შემოსვლას ხელს უშლის ჩვენი მდგომარეობა რეგიონში, რომელიც უსაფრთხოების და პოლიტიკური თვალსაზრისით არასტაბილურია, იქედან გამომდინარე რომ ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. თუმცა, ვფიქრობ უმეტესწილად მაინც დემოკრატიული მიმართულებით არსებული გამოწვევებია ყველაზე მნიშვნელოვანი“,– განაცხადა ირინა გურულმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმინისტრისგიორგი ქობულიას აზრით, ლოგისტიკური, მიწის საკუთრების და სასამართლო სისტემის პრობლემების გარდა, ინვესტორების შემოსვლას ქვეყანაში, კვალიფიციური მუშახელის არარსებობაც უშლის. „კომერსანტთან“ საუბრისას გიორგი ქობულია ინვესტიციების შემოდინების კიდევ ერთ შემაფერხებელ ფაქტორზე საუბრობს, რაც სახელმწიფო სტრუქტურებში ინვესტორებთან მიმართებაში გადაწყვეტილებების მიღების გადავადება და ქვეყნის ცუდი რეპუტაციაა.

„ინვესტორებთან დაკავშირებით ძალიან რთული ვითარებაა. აქ არის მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც ხელს გვიშლის, რომ ინვესტორები მოვიზიდოთ, ამის პრობლემა პანდემიამდეც არსებობდა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაცემული იყოინვესტორი ლოგისტიკური პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, თუ ის წარმოების დაწყებას დააპირებს, ასევე ჩვენ ვერ ვთავაზობთ ინვესტორს კვალიფიციურ მუშახელს, ამიტომ საგანმანათლებლო პროგრამები, განსაკუთრებით ტექნიკური სახის – მოსაგვარებელია, რაც ამ დრომდე ვერ გაკეთდა. ვალიფიცირებული მუშახელი არ გვყავს, საქართველო პატარა ქვეყანაა და არ არის ინვესტორისთვის საკმარისი ბაზარი, ვერც ექსპორტზე გაიტანს პროდუქციას ლოგისტიკის პრობლემების გამო და ამიტომ გვიჭირს ინვესტორის მოზიდვა. გარდა ამისა, ამ ყველაფერს დაერთო ურთულესი პრობლემა, ჩვენი ცუდი რეპუტაცია და გაუმართავი მართლმსაჯულების სისტემა.კიდევ ერთი საკითხი, სახელმწიფო სტრუქტურებში ინვესტორებთან მიმართებაში გადაწყვეტილებების მიღება თვეების მანძილზე არ წყდება, ეს იმიტომ რომ იქ არიან არაკვალიფიციური კადრები და დემოტივირებული ხალხი, გარდა ამისა სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილების მიღება ძალიან არაპოპულარული საკითხია, რადგან ამის გამო არავინ არავის შეაქებს, რადგან თვლიან რომ თუ ინვესტორთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიიღეს ეს კორუფციული სქემაა“, — განმარტავს გიორგი ქობულია.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ს ელჩის განცხადებას სტრატეგიული მეგობრობის გამოხატვა უწოდა. მისი აზრით, ქვეყანაში კატასტროფულად იკლო ინვესტიციებმა, რაც ხელისუფლების მხრიდან სრულად დაქვემდებარებული მართლმსაჯულებითაა გამოწვეულია.

„ეს გამოწვეულია ხელისუფლების მხრიდან სრულად დაქვემდებარებული მართლმსაჯულებით – სასამართლოთი და პროკურატურით. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისა არის მართლმსაჯულება და ეს თუ არ შეიცვალა, ინვესტიციების ქვეყანაში შემოსვლა არ განხორციელდება. ინვესტიციების გარეშე კი, ჩვენ ვერ გამოვალთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც აღმოვჩნდით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2019 წელს $1.267 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია. საქსტატის ინფორმაციით, მთლიან ინვესტიციებში რეინვესტიციებზე მთლიანი ინვესტიციების 48%, ანუ $612.5 მილიონი აშშ დოლარი მოდის. ქვეყნების მიხედვით, 2019 წელს პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთია, საიდანაც $247.8 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც განხორციელებულმა ინვესტიციებმა $236 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მესამე ადგილზე კი ირლანდიაა $132 მილიონის ინვესტიციებით.

ნინო თამაზაშვილი

https://commersant.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.