ლონდონმა სანქციები დაუწესა რუს მაღალჩინოსნებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სავიზო და საბანკო სანქციები დაუწესა რუსეთის 25 მოქალაქეს, მათ შორის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, ალქსანდრ ბასტრიკინს. მას და კიდევ 24 პირს ლონდონი ადანაშაულებს ადამიანის უფლებების დარღვევასთან, კერძოდ, იურისტ სერგეი მაგნიტსკის წამებასა და სიკვდილთან კავშირში.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციებს მიმართა.

ბასტრიკინის გარდა, სანქციები ეხებათ რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორ გრინს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსეი ანიჩინს, მოსამართლე ალექსეი კრივორუჩკოს და საგამოძიებო კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებს.

Hermitage Capital-ის იურისტი სერგეი მაგნიტსკი, რომელმაც რუსი მაღალჩინოსნების მიერ საგადასახადო თაღლითობის გზით მილიონობით დოლარის მიტაცების სქემა გამოავლინა, 2008 წელს დააკავეს გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით. მაგნიტსკი საპატიმროში სასტიკ მოპყრობას უჩიოდა. იურისტი 2009 წელს, საპატიმროში გარდაიცვალა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.