“მადლობა მიხეილ სააკაშვილს, რიჩარდ ლუგარს და ამერიკის შეერთებულ შტატებს”- პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების სამ შემთხვევაში, ლუგარის ლაბორატორიამ ვირუსის გენეტიკური ხაზის მეშვეობით დაადგინა, თუ შემთხვევა რომელ ქვეყანასთან იყო დაკავშირებული. მან ასევე მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილის ლუგარის ლაბორატორიის გახსნისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.ასევე მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს და რიჩარდ ლუგარს გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ ლაბორატორიის მშენებლობა 2005 წელს სენატორ რიჩარდ ლუგარის თაოსნობით დაიწყო და 2011 წელს გაიხსნა.

ავტორი: გურიის მოამბე

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.