მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა, იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდა კი უარყოფითია და -5,4%-ს შეადგენს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც თორაძემ განმარტა, მაისში ექსპორტი შემცირებულია 16.1%-ით, ექსპორტთან ერთად კი -17.1% შემცირდა იმპორტიც. „წინასწარი შეფასებით, მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 13.5%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 5 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.4%-ია“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
თუ ასეთი ჩანაწერები არსებობდა, რა უფლებით გამოიტანა ხელისუფლებამ ეს საკითხი მოლაპარაკებების საგნად?! – ლელა ჯეჯელავა
ეთნიკურ და კონფესიურ უმცირესობათა ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ არსებობს რაიმე სახის ვიდეომასალა კარტოგრაფების საქმეზე, რითიც დაკავებული მეცნიერების ბრალეულობა დასტურდება და...
წაიკითხე მეტი