მალე კორონასგან თავს მობილურით დავიცავთ – როგორ მოქმედებს სატელეფონო აპლიკაცია, რომელიც ვირუსზე გვაფრთხილებს

საქართველოში მობილური ტელეფონის იმ აპლიკაცის დანერგვა იგეგმება, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან სიახლოვეს შემთხვევაში აფრთხილებს. შედეგად, თუ თქვენდაუნებურად ინფიცირებულ ადამიანთან მოგიხდათ გადაკვეთა, ამის შესახებ ავტომატურად იღებთ გაფრთხილებას და ამასთან ერთად შესაბამის ინსტრუქციებსაც, რა უნდო მოიმოქმედოთ. ამასთან, ეს აპლიკაცია უფასოა და მოქმედებს როგორც ანდროიდის, ასევე იოსის ოპერციულ სისტემებისთვის.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქართული მხარე მობილური ტელეფონებისთვის ამ აპლიკაციის საქართველოში დასანერგად უკვე მუშაობს.

ეს სავარაუდოდ ის აპლიკაციაა, რომელიც სხვა ქვეყნებში უკვე აქტიურად გამოიყენება. მაგალითად, ისრაელში ეს პროგრამა უკვე დანერგეს და მისი საშუალებით შეძლება იმის დადგენა, იმყოფები თუ არა კორონავირუსით ინფიცირებულთან სიახლოვეს, ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი კვირის წინ, 25 მარტს განაცხადა.

აპლიკაცია საშუალებას იძლევა, რომ დაადგინოთ კონტაქტები, ტელეფონების მფლობელს შორის არსებული მარშრუტების გადაკვეთა, მათ შორის ის მარშრუტები, რაც იყო დიაგნოზამდე 14 დღით ადრე.

დაფიქსირებული კონტაქტის შემთხვევაში, აპლიკაცია გასცემს გაფრთხილებას, მათ შორის ინფორმაციას ინფიცირებულთან გადაკვეთის ადგილისა და დროზე.

აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით მონაცემები შესაბამისი რეაგირებისთვის ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგიურ ცენტრში იგზავნება, თუ აპლიკაციაში მონაცემები კვეთაზე მიუთითებენ, მაშინ პირს ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტულ ბმულს უგზავნის, სადაც შესაძლებელია პიროვნებამ ის ინფორმაცია მიიღოს, რაც შემდგომი ნაბიჯებისთვისაა აუცილებელი.

აპლიკაცია უფასოა და ინტერნეტის მეშვეობით მუშაობს, პროგრამა შემუშავებულია როგორც Android-ის, ისე iOS-ის ოპერაციული სისტემისთვის.

თამთა ჩაჩანიძე

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.