მამუკა ბახტაძე: მაისში ეკონომიკა 7,5 % -ით გაიზარდა

რამდენიმე წუთის წინ  „საქსტატმა“  გამოაქვეყნა მონაცემები და  საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში 7,5 % -ს მიაღწია . ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ატარებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. ეს არის იმის დადასტურება, რომ ის რეფორმები, რომელიც ჩვენ  განვახორციელეთ და დაავაანონსეთ ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპი იქნება დაჩქარებული — განაცხადა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერმინისტრის შეფასებით, ეკონომიკის ზრდაში მნისვნელოვანი როლი შეასრულა ექსპორტის ზრდამ:

აქვე  მინდა აღვნიშნო, რომ,  ეკონომიკური  ზრდის  ხარისხობრივი ეფექტი არის  ექსპორტის  ზრდა. აქვე მინდა შეგახსენოთ,რომ  ექსპორტი ქვეყანაში  ამავე პერიოდის წინა წელთან შედარებით არის 50 % -ით გაზრდილი.  რაც ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო.”

commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.