მამუკა ბახტაძე რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს. მისი თქმით, საჭიროა მცირე ზომის, მოქნილი მთავრობა.

“ჩვენი კონცეფცია არის მცირე მთავრობა, რომელიც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს არის რაც ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ. მიმდინარეობს კონსულტაციები, თუმცა ამოსავალი წერტილი არის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს ოპერატიული და მოქნილი მთავრობა. ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომელიც რა თქმა უნდა, გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებას”,- განაცხადა ბახტაძემ.

pirveliradio.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.