მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ უთხრა, ჩემს სიტყვებს შენზე მეტი წონა ექნებაო – ლევან ალაფიშვილი

იურისტი ლევან ალაფიშვილი “2020NEWS” -თან აცხადებს, რომ  მმარველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს თავი “ქართული ოცნების“ ლიდერზე  ბიძინა ივანიშვილზე ჭკვიანი ჰქონია.

ამ განცხადებით იურისტი გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის იმ საკონსტიტუციო ინიციატივას, რომელიც 2020 წლიდან 2024 წლამდე შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში, ნებისმიერი, შეასაძლო რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.

როგორც ლევან ალაფიშვილი აღნიშნავს, “ქართული ოცნება“, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდით იბრძვის.

“აღნიშნული განცხადებით, მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ უთხრა, რომ შენი დაპირებები არ სრულდება და ჩემს სიტყვებს შენზე მეტი წონა ექნებაო.  ახლა “ქართული ოცნების“ მიზანი მთავრობის შენარჩუნებაა. იმ შემთხვევაში, თუ მმართველ პარტრიას უმრავლესობა დაეშლება, “ქართული ოცნება“ დამთავრებულია, რადგან გიორგი გახარია და მთავრობა სახლში წავა. 

მამუკა მდინარაძე ცდილობს, “ქართული ოცნების“ ამბოხებული მაჟორიტარები მოატყუოს და რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს, “ქართული ოცნების“ მთავრობა შეინარჩუნოს. ამ ინიციატივას რელობაში განხორციელების პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას 113 ხმა სჭირდება“,- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო ცვლილებების განოხრციელების ინიციატივით დამოდის. მისი თქმით, 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში უნდა ჩატარდეს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.