მამუკა ხაზარაძე გუგუტიანთკარში მავთულხლართებსმიღმა დარჩენილ ოჯახს ახალ სახლს აუშენებს – ივანიშვილის და მისი ხელქვეითი მილიონრების დასანახად გადადგმული ჟესტი?

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელით გუგუთიანთკარში შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

როგორც ის წერს, მავთულხლართმიღმა დარჩენილი სახლის მფლობელს, გიგი რაზმაძეს უახლოეს ერთ თვეში ახალ სახლს აუშენებს.

„რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას. 
დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა.
ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები.
ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ. 
ამიტომ გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს – დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს.
ქართული კერა არ მოიშლება, 
ამ ომს ჩვენ მოვიგებთ, 
საქართველო გაერთიანდება!“, – წერს ხაზარაძე.

ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის შედეგად რამდენიმე სახლი მავთულხლართებს მიღმა მოაქციეს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.