მარგველაშვილი: “ოცნებაში” ბევრს სანამ პანღური არ ამოარტყეს და გამოაგდეს, არ წამოსულა იქიდან

“ძნელია ადამიანის ბუნების გაგება”-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“როდესაც ხარ “ქართულ ოცნებაში” და ერთ დილას გეუბნებიან, აი, მარგველაშვილი მტერია. ხომ უნდა იკითხო რატომ არის მტერი? თუმცა, არ კითხულობ და აგრძელებ იქ ყოფნას. მერე შენს გვერდით მყოფზე გეუბნებიან ესაც მტერია შენი კოლეგა რომ იყო. შემდეგ ერთმანეთს დაგაჯახებენ.

ერთმანეთს რომ დაასუსტებთ, მერე მესამეზე გეტყვიან მტერია. იქ რომ ჩერდები და ამ აბსურდში იღებ მონაწილეობას, არ ხარ თანამონაწილე ამ პროცესის?! ვინ არის ამის მასტერმაინდი შეიძლება მისახვედრია. მაგრამ შენ არ გაქვს პასუხისმგებლობა რომ შენს თანამებრძოლეზე გეუბნებიან უნდა “შევჭამოთ”?!

ძნელია ადამიანის ბუნების გაგება. ძალიან ბევრ მინახავს სანამ პანღური არ ამოარტყეს და არ გამოაგდეს არ წამოსულა იქიდან.”,-ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.