მარგველაშვილი: პროპორციულზე უარის თქმა შეურაცხმყოფელი ტყუილი იყო, რაშიც ვერ ვიცხოვრებთ

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

„მე ვუყურებ რამდენად ორგანიზებული და გაზრდილია ჩვენი ოპოზიცია, რამდენად შეძლო ოპოზიციური სპექტრი, რომელმაც შეძლო ერთ ოთახში ძალიან ორგანიზებული მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის, სამართლიანი არჩევნებისთვის.
მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, სულ ოპოზიციაში ვიყავით და სულ რაღაცას ვითხოვდით. როგორ ვითხოვდით ხოლმე? – გადადექი! ეს იყო ერთი მარტივი სიტყვა, რითიც მივმართავდით ხელისუფლებას.
დღეს ოპოზიცია გაერთიანებულია ბევრად მნიშვნელოვანი მიზნით. არა გადადექი! არამედ მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება.
დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები გაიაზრებენ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დგანან. აქედან არსებობს მარტო ერთი გამოსავალი, შეურაცხმყოფელი ტყუილი, რომელიც დაიდო პროპორციულზე უარის თქმით. ჩვენ, ამ ტყუილში და შეურაცხყოფაში ვერ ვიცხოვრებთ” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილი.

ipress.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.