მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიებს მავთულხლართებით ღობავენ

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მარნეულსა და ბოლნისის ტერიტორიებზე, ცოტა ხნის წინ, მავთულხლართები მიიტანეს, გაავლეს და ამით კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრეს.

მარნეულსა და ბოლნისში დღეს განსაკუთრებული რეჟიმის მესამე დღეა. წუხანდელმა ღამემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და სიტუაციის რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია.

მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი მკაცრ შემოწმებას გადის. ტერიტორიაზე შედიან მხოლოდ ის ავტომობილები, რომლებსაც მუნიციპალიტეტებში ტვირთი შეაქვთ, ასევე შედიან სხვადასხვა ობიექტებზე დასაქმებული ადამიანები, მათ შორის ექიმები. 

ტერიტორიის კონტროლი მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ღამის ხედვის აღჭურვილობით მიმდინარეობდა, ასევე კონტროლდებოდა შემოვლითი, მეორეხარისხოვანი გზებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები კონტროლისთვის იყენებენ დრონსაც. 

დღესვე ბოლნისსა და მარნეულში მოქალაქეებს სწრაფი ტესტები ჩაუტარდებათ.

“რუსთავი 2”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.