მაშველი ძაღლები ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი სამსახურიდან გააცილეს (ფოტო, ვიდეო)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველი ძაღლები სამსახურიდან გააცილეს.

„ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი დღეიდან სამასხურებრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ. მათ 12 წელი გაატარეს სამსახურში და ამ ხნის განმავლობაში არაერთ სამაშველო ოპერაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. დღეიდან ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ და მათზე ზრუნვას მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიურ დანაყოფს კი უკვე შეუერთდა მომავალი თაობის მაშველი ძაღლი ბელგიური მალინუა – პინტო. სამსახურს ახალი ძაღლების მიღება და გაწვრთნა აქვს დაგეგმილი“, – აცხადებენ უწყებაში..

მაშველ ძაღლებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი, მეხანძრე-მაშველები და კინოლოგები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გამოემშვიდობნენ.

რეი – 9 წლის ლაბრადორი. სწავლება აქვს გავლილი თოვლში ადამიანის ძებნის მიმართულებით.
ბინგო – 9 წლის ლაბრადორი. სწავლება აქვს გავლილი თოვლში ადამიანის ძებნის მიმართულებით.
ჯესი – 10 წლის ბელგიური. ნაგაზი სწავლება აქვს გავლილი თოვლში ადამიანის ძებნის მიმართულებით.
სალი – 9 წლის ლაბრადორი. სწავლება აქვს გავლილი თოვლში ადამიანის ძებნის მიმართულებით.
ანდრო ფეიქრიშვილი და 9 თვის პინტო, ბელგიური მალინუა. მამავალი თაობის მაშველი ძაღლი
ფანი – 12 წლის ლაბრადორი. მონაწილოება აქვს მიღებული სხვადასხვა სამაშველო ოპერაციაში. მათ შორის, ფანი, ბელასთან ერთად, მუშაობდა 2009 წლის 26 აპრილს, სანდრო ეულის ქუჩაზე, სადაც ”რუსთავი 2”-ის კუთვნილი ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა. პროექტ ”ვარსკვლავების აკადემიის” სტუდიის ნგრევის მომენტში შენობაში სულ 14 ადამიანი იმყოფებოდა. ბელა აქტიურ მონაწილეობას იღებდა ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებში. სამუშაოების შედეგად, ნანგრევებში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ასევე, ჩართული იყო 2010 წელს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარი ნგრევის შემდეგ საძიებო-სამაშველო სამუშაოებში. საამქროს შენობის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში რამდენიმე მუშა იყო მოყოლილი. ფანი ეხმარებოდა მაშველებს დაშავებულებულების და გარდაცვლილის დროულად აღმოჩენის მიმართულებით.
ბელა – 12 წლის გერმანული ნაგაზი. მონაწილოება აქვს მიღებული სხვადასხვა სამაშველო ოპერაციაში. მათ შორის, ბელა მუშაობდა 2009 წლის 26 აპრილს, სანდრო ეულის ქუჩაზე, სადაც ”რუსთავი 2”-ის კუთვნილი ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა. პროექტ ”ვარსკვლავების აკადემიის” სტუდიის ნგრევის მომენტში შენობაში სულ 14 ადამიანი იმყოფებოდა. ბელა აქტიურ მონაწილეობას იღებდა ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებში. სამუშაოების შედეგად, ნანგრევებში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.