მგზავრების ყვირილი და ლოცვა – რა მოხდა „რაინეარის“ თვითმფრინავში (ვიდეო)

Ryanair-ის თვითმფრინავის ერთ-ერთი ფრენის დროს მგზავრები პანიკაში ჩავარდნენ, როდესაც შტორმის გამო თვითმფრინავმა რყევა დაიწყო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორც ყვირიან, ტირიან და ლოცულობენ მგზავრები. მაროკოდან ბრიუსელის მიმართულებით თვითმფრინავს ტურბულეტურ ზონაში ფრენა მოუხდა. ეს იმ დროს იყო, როდესაც შტორმმა დენისმა შაბათ-კვირას ბელგიამდეც მიაღწია, გაანადგურა ხეები და დატბორა გზები.  

თვითმფრინავი, რომელიც საშუალოდ სამი საათისა და 40 წუთის განმავლობაში მიფრინავდა, ჩარლეროის აეროპორტში დაეშვა.

ფრენის დროს მგზავრები და პერსონალი არ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.