მებრძოლი საინგილოდან, რომელმაც რუსეთში საქართველოს დროშა ააფრიალა

  • საინგილოს წარმომადგენელმა რუსი მეტოქე დაამარცხა
  • 3 რაუნდი და ქართული დროშა რუსეთში

ეკატერინბურგში შერეული ორთაბრძოლების ტურნირი გაიმართა, რომელშიც ინგილო მებრძოლმა სურაჯი ჰასანოვმა, გალამირზა აივაზოვი (რუსეთი) დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ჰასანოვის ქართული გვარიც ფოლადაშვილია. მან გამარჯვების შემდეგ, ქართული დროშა ააფრიალა. სურაჯიმ რუსეთის წარმომადგენლის წინააღმდეგ 3 რაუნდი ჩაატარა და მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვება ხვდა წილად. 

ცნობისთვის, ჰასანოვის პროფესიონალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. საინგილოს წარმომადგენელმა 6-დან 4 ბრძოლა მოიგო, ხოლო 2 დაპირისპირებაში დამარცხდა.

https://croco.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია