მედვედევი: საქართველოს მხრიდან აგრესიაზე საპასუხო ქმედებები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო – რუსული აფერისტობის კლასიკური მაგალითი?

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის თქმით, მისთვის ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიუღია, 2008 წელს „საქართველოს აგრესიულ ქმედებებზე“ რეაგირების საკითხი იყო. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა დღეს გამართულ პრეკონფერეციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყველაზე რთული გადაწყვეტილებები არის ის, რაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქვეყანას ან ხალხს.

„ერთხელ მე მივიღე გადაწყვეტილება საპასუხო მოქმედებების შესახებ საქართველოს მხრიდან აგრესიაზე. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ეს გახლდათ გარდაუვალი და ერთადერთი გამოსავალი“, – თქვა მან.

ავტორი: გურიის მოამბე

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.