მედია: “15 რუსი ჯაშუში ევროპაში ოპერაციებისთვის ბაზად საფრანგეთის ალპებს იყენებდა”

15 რუსი ჯაშუში საფრანგეთის ალპებს იყენებდა ბაზად ევროპაში სხვადასხვა ოპერაციის ჩასატარებლად,- იუწყება ფრანგული გამოცემა „მონდი“. 

ამავე წყაროს ცნობით, საუბარია რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ელიტური ქვედანაყოფის თანამშრომლებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დაკვეთილ მკვლელობებზე, საბოტაჟის აქტებსა და ჯაშუშებს შორის ინფორმაციის გაცვლის სისტემის – ე.წ. მკვდარი საფოსტო ყუთების მართვაზე.

როგორც ფრანგული გამოცემა წერს, დასავლეთის სპეცსამსახურები ამ ჯგუფის კვალზე გავიდნენ დიდ ბრიტანეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, ლონდონის აგენტ სერგეი სკრიპალის მოწამლვის საქმის გამოძიებისას. „მონდი“ წერს, რომ 15-დან ერთ ჯაშუშს სავარაუდოდ, კავშირი აქვს სკრიპალის მკვლელობის მცდელობასთან.

გამოცემის ინფორმაციით, 2014-2018 წლებში რუსი ჯაშუშები არაერთხელ იმყოფებოდნენ საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პატარა ქალაქებში, მათ შორის საკურორტო ევიანსა და შამონიში. ამასთან, ეს პირები კონკრეტულ დავალებებს ასრულებდნენ არა უშუალოდ საფრანგეთში, არამედ ბულგარეთში, მონტენეგროში, მოლდავეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.