მეთიუ ბრაიზა: საქართველოში მომავალი არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და ასახავდეს დაპირებულ რეფორმებს

აშშ-ს სახელწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა ბრიუსელში იმყოფება, მან დახურულ კარს მიღმა გამართა შეხვედრები, სადაც საუბარი იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მეთიუ ბრაიზამ „ფორმულასთან“ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა, მან განაცხადა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება. მეთიუ ბრაიზამ ასევე გიგი უგულავას საქმეზეც ისაუბრა.

„შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ გამოძიების დაწყების დრო ეჭვებს ბადებს, არ ვიცი საქართველოს კანონმდებლობა როგორია, უშვებს თუ არა კანონი გიგი უგულავას მეორე ვადით ციხეში გაშვებას იგივე ბრალდებით, შესაძლოა არის ასეთი რამ და მე არ მესმის, მაგრამ ჩვენთან მსგავსი რამ შეუძლებელია მოხდეს, მიუხედავად ამისა უკეთესი იქნება საქართველოსთვის გააგრძელოს სვლა გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი განვითარების გზით.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ამ საკითხზე დებატები ჯანსაღი პროცესია, მაგრამ არ არის ჯანსაღი თუ ძალადობა ხდება, ხალხმა ე.წ. გავრილოვის ღამე გააპროტესტა, რისი სრული უფლება ჰქონდა, მაგრამ ძალადობა არ იყო კარგი. ქვეყანა მიდის არჩევნებისკენ და ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი, ის უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი  და უნდა ასახავდეს დაპირებულ რეფორმებს, თუ ეს რეფორმები არ გატარდება მაშინ უნდა ახსნა მიზეზებიც“,-განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.